შირაზი
| ქალაქი | |
|---|---|
|
შირაზი شیراز | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ფარსი (ოსტანი) |
| კოორდინატები | 29°36′00″ ჩ. გ. 52°31′00″ ა. გ. / 29.60000° ჩ. გ. 52.51667° ა. გ. |
| მერი | მეჰრან ეტემადი[1] |
| პირველი ხსენება | 2. millennium BCE |
| ფართობი | 340 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1,500 მ |
| ოფიციალური ენა | სპარსული ენა |
| მოსახლეობა | 1,711,186 კაცი (2006) |
| სიმჭიდროვე | 3609 კაცი/კმ² |
| აგლომერაცია | 1 676 927 |
| სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
| სატელეფონო კოდი | 711 |
| ოფიციალური საიტი | eshiraz.ir |
შირაზი (სპარს. شیراز) — ქალაქი სამხრეთ ირანში, ფარსის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ირანში მოსახლეობის მხრივ რიგით მეექვსე ქალაქი; 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1,711,186 კაცს.
ქალაქი განლაგებულია ზაგროსის მთიანეთში, 1500 მეტრზე ზღვის დონიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასანიანთა დროს შირაზის ადგილას იყო დასახლება. როგორც ქალაქი დააარსეს არაბებმა VII საუკუნეში. X-XI საუკუნის შუა წლებიდან ბუიდების სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრია. XIV საუკუნეში ორჯერ დაიპყრო თემურლენგმა. XIV-XV საუკუნეებში ცნობილი იყო შირაზის სამინიატურო სკოლა. XVIII საუკუნის II ნახევარში ზენდების დროს გახდა ირანის დედაქალაქი. შირაზი საადისა და ჰაფეზის სამშობლოა. შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კმ დაშორებით არის პერსეპოლისის ნანგრევები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ციხესიმაგრის კედლები და სხვა. შირაზის მახლობლად არის საადის მავზოლეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ო. გვილავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 7.