აჰმედ ალ-სენუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ ალ-სენუსი

აჰმედ ალ-სენუსი (არაბ. أحمد الزبير الشريف) (დ. 1934, ეგვიპტე) — მუსულმანური რელიგიურ-პოლიტიკური ორდენის სენუსის წევრი, ლიბიის რესპუბლიკის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წევრი. ყოფილი პოლიტიკური პატიმარი[1][2] .

აჰმედ ალ-სენუსი არის ლიბიის ერთადერთი მეფის იდრის I-ის ძმის შვილიშვილი. სახელი დაარქვეს პაპის აჰმედ შარიფ ას-სენუსის პატივისცემის ნიშნად[3][2]. ალ-სენუსიმ 1958 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია ერაყში. 1961 წელს კი დაქორწინდა ფატილაჰზე, რომელიც მისი მეუღლე იყო გარდაცვალებამდე.

2011 წლის 27 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა ოთხ სხვა არაბული წარმოშობის ადამიანთან ერთად, რომლებიც იყვნენ არაბული გაზაფხულის აქტივისტები და ადამიანის უფლებების დამცველები, ალ-სენუსის მიანიჭა სახაროვის პრემია[4] .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. National Transitional Council. ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 25 August 2011.
  2. 2.0 2.1 „Arm us to save us: Libyan ex-prisoner appeals“. Univision. Doral, Florida. Univision Communications. 13 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 26 August 2011.
  3. Stock, Johnathan (13 მარტი 2011). „Gaddafi-Opfer Al-Senussi: Gott entscheidet, was mit dir passiert“. Der Spiegel (German). SPIEGEL-Verlag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 25 August 2011.
  4. Sakharov Prize for Freedom of Thought 2011. Europarl.europa.eu. ციტირების თარიღი: 2012-07-21.