ილჰამ ტოჰტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილჰამ ტოჰტი
უიღ. ئىلھام توختى
Professor Ilham Tohti.jpg
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი 1969(1969-10-25)[1] (50 წლის)
დაბ. ადგილი არტუში
მოქალაქეობა Flag of the People's Republic of China.svg ჩინეთი
ეროვნება უიღურები
მუშაობის ადგილი ჩინეთის მინსუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტი და ჩინეთის მინსუს უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Jewher Ilham
ჯილდოები PEN/Barbara Goldsmith Freedom to Write Award, მარტინ ენალსის სახელობის პრემია[2] , Q1920814?, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია და სახაროვის პრემია

ილჰამ ტოჰტი (უიღ. ئىلھام توختى [Ilham Toxti]; დ. 25 ოქტომბერი, 1969) — უიღურული წარმოშობის ჩინელი ეკონომისტი, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის ჩინეთში სეპრტიზმის ბრალდებით[3][4]. 2009 წლის 5 ივლისის ურუმჩის მოვლენების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო[5]. მოგვიანებით გაათავისუფლეს[6]. 2014 წლის იანვარში მეორედ დაპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. 2019 წელს გადეცა სახაროვის პრემია ჩინელებსა და უიღურებს შორის ურთიერთგაგების განვითარების მცდელობებისთვის და ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უიღურთა სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის. იგი ასევე არის ამერიკული ცენტრის ჯილდოსა (2014 წელი) და მარტინ ენალსის ჯილდოს (2016 წელი) ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილჰამ ტოჰტი დაიბადა 1969 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ არტუშში სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში. მან დაამთავრა ჩრდილო-აღმოსავლეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი და ეკონომიკის სკოლა. მოგვიანებით ხდება პეკინის ეროვნებათა ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი[5].

ბრძოლა უიღურთა უფლებებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს დააარსა ვებ-გვერდი „Uyghur Online“, რომელზეც აქვეყნბდა სტატიებს უიღურულ და ჩინურ ენებზე, რათა გაეღრმავებინა ურთერთგაგება უიღურებსა და ჩინელებს შორის[5][7]. რადიო თავისუფალი აზია მის ბლოგს უწოდებდა ზომიერ, ინტელექტუალურ რესურსს სოციალური პრობლემების გადასაჭრელად[5]. 2008 წლის შუა პერიოდში ხელისუფლებამ დახურა მისი ვებ-გვერდი[5][7]. 2009 წლის ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფალ აზიას მისცა, ღიად გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა სიძნიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში[7]. ტოჰტი ამტკიცებდა, რომ 90-იან წლებში მთავრობისთვის კვლევის წარმოებისას, მან აღმოაჩინა, რომ უიღურთა ავტონომიურ რაიონში 1,5 მილიონი უმუშევარი იყო 20 მილიონზე ნაკლები ადამიანიდან[8]. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა უიღურთა ავტონომიური რაიონის გუბერნატორი ნურ ბექრი და მას „არაკვალიფიციური“ მმართველი უწოდა[7]. ტოჰტი ასევე ითხოვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის „ეთნიკური ავტონომიის შესახებ“ სრულ ამოქმედებას[5].

შევიწროება ხელისუფლების მხრიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის მარტში იგი დააკავეს[5] და დაადანაშაულეს სეპარატიზმში[5]. 2014 წელს იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა[9].

საერთაშორისო პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ციხეში მყოფმა ილჰამ ტოჰტიმ მიიღო ორი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია: ვაცლავ ჰაველის სახელობისა და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიები.

ვაცლავ ჰაველის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის სექტემბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტოჰტის გადასცა ვაცლავ ჰაველის პრემია უიღურთა უფლებების დაცვისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ტოჰტის სახელით პრემია გადაეცა ენვერ კანს, რომელიც არის ორგანიზაცია „ილჰამ ტოჰტის ინიციატივის“ წევრი[10].

სახაროვის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს ილჰამ ტოჰტი ასევე დააჯილდოეს სახაროვის პრემიით „ჩინელებსა და უიღურებს შორის ურთიერთობების განვითარების მცდელობისთის“[9]. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტოჰტი[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Munzinger-Archiv — 1913.
  2. https://www.lemonde.fr/asie-pacifique/article/2016/10/11/le-prix-martin-ennals-est-decerne-a-l-intellectuel-ouigour-ilham-tohti_5011599_3216.html
  3. BBC News - China jails prominent Uighur academic Ilham Tohti for life. BBC News. ციტირების თარიღი: 29 September 2014.
  4. Uighur scholar Ilham Tohti sentenced to life in jail by Chinese court. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 29 September 2014.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Outspoken Economist Presumed Detained. Radio Free Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-01. ციტირების თარიღი: July 12, 2009.
  6. Wines, Michael. “Without Explanation, China Releases 3 Activists“, The New York Times, 23 August 2009. ციტირების თარიღი: 25 August 2009. 
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Uyghur Scholar Calls for Jobs. Radio Free Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-01. ციტირების თარიღი: July 15, 2009.
  8. Wong, Edward. “Intellectuals Call for Release of Uighur Economist“, New York Times, July 15, 2009. ციტირების თარიღი: July 17, 2009. 
  9. 9.0 9.1 9.2 Sakharov Prize: Jailed Uighur academic Ilham Tohti wins award, BBC, 24.10.2019
  10. Премия имени Вацлава Гавела — 2019 присуждена Ильхаму Тохти и «Молодежной инициативе в поддержку прав человека»