ლეილა ზანა
იერსახე
| ლეილა ზანა Leyla Zana | |
| თურქეთის მეჯლისის დეპუტატი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1991 – 1994 | |
| დაბადებული | 3 მაისი, 1961 დიარბაქირი |
| მოქალაქეობა | თურქეთი |
| ეროვნება | ქურთი |
| რელიგია | ისლამი |
ლეილა ზანა (დ. 3 მაისი, 1961; თურქ. და ქურთ. Leyla Zana) — ქურთი სამართალდამცველი, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დეპუტატი 1991-1994 წლებში, პირველი ქურთი ქალი თურქეთის პარლამენტში.
1994 წელს ლეილამ სიტყვა წარმოთქვა მეჯლისში, რომელიც მან თურქულად დაიწყო და ქურთულად დაამთავრა ფრაზით:
მე სიტყვით წარვდექი თურქეთის პარლამენტის წინაშე, რათა თურქებსა და ქურთებს შორის ძმობა დამყარდეს.[1]
ამისთვის თურქეთის სასამართლომ ლეილას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 1995 წლის 5 ნოემბერს ევროპარლამენტმა ზანას სახაროვის საერთაშორისო პრემია გადასცა.
2004 წელს ლეილა ზანა გაათავისუფლეს.
2010 წელს თურქეთის სასამრთლომ ლეილა ზანა ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Democracy Now! | Kurdish Political Prisoner Leyla Zana Released After a Decade in Jail (ინგლისური)
- ↑ Daren Butler.. Turkish court convicts Kurdish politician for speech. ვაშინგტონ პოსტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-19. ციტირების თარიღი: 2010-04-17. (ინგლისური)