ალი ფერზატი
ალი ფერზატი | |
---|---|
არაბ. على فرزات | |
დაიბადა | 22 ივნისი, 1951 |
დაბადების ადგილი | ჰამა, სირია |
სფერო | კარიკატურა |
ჟანრი | კარიკატურა |
ჯილდოები | სახაროვის პრემია, პრინც კლაუსის პრემია |
საიტი | http://www.ali-ferzat.com/ |
ალი ფერზატი (არაბ. على فرزات, დ. 22 ივნისი, 1951, ჰამა, სირია) — სირიელი კარიკატურისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. მისი ნახატები ქვეყნდება არაბულ და მსოფლიო გაზეთებში (განსაკუთრებით ფრანგულ გაზეთში Le Monde[1])
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალი ფერზატი დაიბადა სირიის ქალაქ ჰამაში 1951 წლის 22 ივნისს[2]. სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. არის არაბეთის კარიკატურისტების ასოციაციის ხელმძღვანელი. 12 წლის ასაკში მან ნახატების გამოქვეყნება დაიწყო გაზეთ ალ-აიამის პირველ გვერდზე, ცოტა ხნით ადრე, სანამ გაზეთს აკრძალავდა მმართველი ბაასის პარტია[3]. 1969 წელს მან დაიწყო კარიერა როგორც პოლიტიკურმა კარიკატურისტმა სახელმწიფო გაზეთ ას-საურაში. 1970-იანი წლების შუა პერიოდში სამუშაოდ გადავიდა გაზეთ „ტიშრინში“, სადაც იგი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა[4]. მისი ნახატების რაოდენობა 15 000-ზე მეტია[1]. მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა 30-ჯერ გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში[5].
საგამომცემლო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის დეკემბერში, ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადის მოსვლისა და ე. წ. დამასკოს გაზაფხულის შემდეგ, ალი ფერზატმა საკუთარი ფინანსებით[5] დააარსა 1963 წლის ბაასისტური გადატრიელების შემდეგ პირველი სირიული, დამოუკიდებელი გაზეთი „ად-დუმარი“. ეს იყო მცდელობა შეექმნა პირველი პოლიტიკური სატირის ჟანრის მქონე გაზეთი. მოგვიანებით გაზეთ ად-დუმარს ადარებდნენ ფრანგულ გაზეთ Le Canard enchaîné-ს. გაზეთმა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა არაკომპეტენტურობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. გაზეთის რედაქციაში მუშაობდნენ დრამატურგი მამდუჰ ადვანი და იუმორისტი იასირ ალ-აზმა, გაზეთის მთელი პერსონალი მხოლოდ 15 ადამიანისაგან შედგებოდა[5].
გაზეთისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობაზე მიუთითებდა გაზეთის გამოშვებაზე ნებართვა წინასწარი ცენზურის გარეშე. „ად-დუმარის“ პირველი გამოცემა გამოვიდა 2001 წლის თებერვალში. 50 000 ტირაჟის მქონე გაზეთის პირველი ნომერი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა, ფერზატმა სასწრაფოდ დაბეჭდა კიდევ 25 000 ეგზემპლარი. გაზეთის მეორე ნომერი უკვე 100 000 ტირაჟით გამოვიდა, თუმცა ბაზრის მოთხოვნა მაინც ვერ დააკმაყოფილა. უკვე თებერვლის ბოლოს სახელმწიფო დაინტერესდა გაზეთით და გამოცემის პოზიცი შეემსუბუქებინა, აღდგა წინასწარი ცენზურის წესი გაზეთ „ად-დუმარისათვის“. გაზეთის განაწილება გადაეცა სახელმწიფო დეპარტამენტს, რის შედეგადაც ტირაჟი 6 000-მდე შემცირდა. 2001 წლის მაისში სირიის პრემიერ მინისტრმა მოჰამედ მუსტაფა მერომ დაჟინებით მოითხოვა გაზეთის შემდეგი ნომრის ამოღება მის წინააღმდეგ მიმართული სტატიის გამო. 2003 წელს გაზეთმა არსებობა შეწყვიტა. ეს გამოწვეული იყო მთელი რიგი მიზეზების გამო: დაფინანსების არარსებობა, მცირე ტირჟი, მუდმივი კონფლიქტი სახელმწიფო ცენზურასთან, ასევე ფერზატის პირადი ურთიერთობების გაუარესება ხელისუფლებსთან მისი პოზიციის გამო ერაყში აშშ-ის შეჭრის გამო[6].
ჯილდოები და პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალი ფერზტმა თავისი ცხოვრების განმავლობაში ათზე მეტი პრემია მიიღო[5].
- პრინც კლაუსის პრემია, 2002[7]
- ანდრეი სახაროვის პრემია, 2011[8]
- თავისუფალი პრესის პრემია, რეპორტიორები საზღვრების გარეშე და გაზეთი Le Monde, 2011[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალი ფერზატის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2019-11-15 საიტზე Wayback Machine.
- ალი ფერზატის ნამუშევრების გალერეა საიტზე creativesyria.com
- ალი ფერზატის ოფიციალური გვერდი facebook.com-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Краткая биография Али Ферзата на cunepress.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
- ↑ „Ali Farzat“. Cune Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-21. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
- ↑ Moubayed, Sami M. (2006). Steel & Silk: Men & Women Who Shaped Syria 1900-2000. Cune Press, გვ. 532–534. ISBN 1-885942-41-9.
- ↑ Sami Moubayed, Men and Women Who Shaped Syria, 1900—2000, Seattle, 2002, pp. 532—534
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Cartoonist gives Syria a new line in freedom
- ↑ Sami Moubayed, op. cit., pp. 533—534
- ↑ ALI FERZAT SYRIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-05. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
- ↑ 5 арабских активистов получили премию имени Сахарова, 2011
- ↑ Reporters Without Borders — Le Monde Prize for Press Freedom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-02-2012. ციტირების თარიღი: 05-11-2019.