ტასლიმა ნასრინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტასლიმა ნასრინი
ბენგ. তসলিমা নাসরিন
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1962(1962-08-25)[1] [2] [3] [4] [5] (61 წლის)
დაბადების ადგილი მაიმანსინგჰი, East Pakistan, პაკისტანი
საქმიანობა მწერალი, ექიმი და ქალთა უფლებების დამცველი
ენა ბენგალური ენა
მოქალაქეობა  პაკისტანი
 ბანგლადეში
ალმა-მატერი Mymensingh Medical College[6]
Magnum opus Lajja
ჯილდოები სახაროვის პრემია, კურტ ტუხოლსკის პრემია[7] , მონისმანიის პრემია, Ingemar Hedenius Prize, UNESCO-Madanjeet Singh Prize, სიმონ დე ბოვუარის პრემია, Ananda Puraskar და Emperor Has No Clothes Award
მეუღლე Rudra Mohammad Shahidullah და Nayeemul Islam Khan
ხელმოწერა
საიტი taslimanasrin.com

ტასლიმა ნასრინი (ბენგ. তসলিমা নাসরিন, დაბადებით ნასრინ ჯაჰან ტასლიმა, პრესაში ზოგჯერ მოიხსენიებენ უბრალოდ როგორც „ტასლიმა“, დ. 25 აგვისტო 1962, მაიმანსინგჰი, ამჟამად ბანგლადეში) — ბენგალელი წარმოშობის შვედი მწერალი და ფემინისტი, 1986—1994 წლებში — ექიმი-თერაპევტი[8][9] და ადამიანის უფლებათა აქტივისტი[10]. იგი ცნობილია ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის კრიტიკის გამო, რის გამოც იგი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო[11][12] 1994 წლიდან[13]. ევროპაში და აშშ-ში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში 2004 წელს, მაგრამ ქვეყნიდან გააძევეს 2008 წელს[14] . მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს 30 სხვადასხვა ენაზე[15][16][17][18] მაგრამ ტასლიმას წიგნები აკრძალულია ბანგლადეშში.[19][20][21].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტასლიმა ნასრინი დაიბადა რაჯაბ ალისა და ედულ არას ოჯახში 1962 წლის 25 აგვისტოს. მამამისი იყო ფიზიკოსი და მაიმანსინგჰის სამედიცინო კოლეჯის და დაკის სამედიცინო კოლეჯის პროფესორი სამედიცინო იურისპრუდენციაში. ნასრინი სწავლობდა მედიცინას და გახდა ექიმი[22]. მან საზოგადოების ყურადღება მიიქცია 1990-იანი წლების დასაწყისში თავისი ფემინისტური რომანებით და ისლამის, როგორც ქალების უფლებების დამაკნინებელი რელიგიის კრიტიკით[23][24].

ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როგორც მწერალი, თუმცა ათი წლის შემდეგ მოიპოვა მსოფლიო აღიარება თავისი რადიკალური ფემინიზმის გამო, ზოგადად რელიგიების კრიტიკისა და განსაკუთრებით ისლამის მიმართ. ამის გამო მისთვის ბანგლადეშში დაბრუნება შეუძლებელი გახდა, იგი პარიზში და სტოკჰოლმში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ინდოეთის ქალაქ კალკუტაში ცხოვრობდა. 2007 წელს, სოციალურ პროტესტთან დაკავშირებით, ინდოეთის მთავრობამ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში დააკავა, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა შვედეთში, მაგრამ მალევე კვლავ დაბრუნდა ინდოეთში. 2009 წლის 1 თებერვლიდან ტასლიმა ნასირი პარიზში ცხოვრობს[25].

2015 წელს განაცხადა, რომ ათეისტია და სთხოვა ჟურნალისტებს აღარ მოეხსენებინათ იგი როგორც მუსულმანი: „გთხოვთ, აღარ მომიხსენიოთ, როგორც მუსულმანი, მე ათეისტი ვარ. ვაკრიტიკებ ყველა რელიგიას, ინდუიზმის ჩათვლით. მე წინააღმდეგი ვარ ინდუისტური ღვთაებებისაა და რიტუალებისა, როგორიცაა ქარვა ჩოუტი და შივარატარი და ვგმობ მუსულმანთა ჩაგვრას გუჯარათში. ასევე ვგმობ ინდუისტების ჩაგვრას ბანგლადეშში, ასევე ვარ ნაცისტური გერმანიის, ბოსნიისა და პალესტინის მიერ ებრაელთა ჩაგვრის წინააღმდეგი“[26].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტასლიმა ნასრინმა მიიღო მთელი რიგი საერთაშორისო ჯილდოები თავისუფალი სიტყვისათვის თავისი უკომპრომისო ბრძოლის გამო. 1994 წელს მან ევროპის პარლამენტისაგან დაიმსახურა სახაროვის პრემია, 2007 წელს მიიღო ფრანგული პრემია ადამიანის უფლებებისათვის, 2008 წელს მიიღო სიმონ დე ბოვუარის პრემია ქალთა თვისუფლებისათვის. 2008 წლის 7 ივლისიდან ტასლიმა ნასრინი პარიზის საპატიო მოქალაქეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Britannica
  2. FemBio database
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Printemps des poètes
  5. Munzinger Personen
  6. https://scholarblogs.emory.edu/postcolonialstudies/2014/06/11/nasrin-taslima/
  7. TucholskyprisetSwedish PEN Club.
  8. http://books.guardian.co.uk/departments/generalfiction/story/0,,2219223,00.html Condemned to life as an outsider] The Guardian, November 30, 2007
  9. Taslima Nasreen's India resident permit expires, Centre yet to take call.
  10. Kreidler, Marc. (12 January 2015) Why Secularism Is Necessary for Women | Free Inquiry.
  11. Crossette, Barbara (3 July 1994). „Word for Word/Taslima Nasrin; A Cry for Tolerance Brings New Hatred Down on a Writer“. The New York Times.
  12. Riaz, Ali (31 December 2008). „Constructing Outraged Communities and State Responses: The Taslima Nasreen Saga in 1994 and 2007“. South Asia Multidisciplinary Academic Journal (2). doi:10.4000/samaj.1262 – წარმოდგენილია journals.openedition.org-ის მიერ.
  13. Taslima Nasrin's Life in Exile (25 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.
  14. "I am a Bengali writer, I need to live in Bengal" Open the Magazine, 2011-June-1
  15. Split: A Life by Taslima Nasrin - An Excerpt (1 March 2018).
  16. Amazon.fr : taslima nasreen. Amazon.com.
  17. Suchergebnis auf Amazon.de für: taslima nasrin. Amazon.com.
  18. buy the books written by Taslima Nasrin from Kerala Book Store - Online Shopping Store to buy Malayalam Books, eBooks, Audio Books and Movies.
  19. Bangladesh bans new Taslima book. BBC News.
  20. „Bangladesh bans third Taslima book“. BBC News. 27 August 2002.
  21. Split printer on strikeback path - Signature drive to protest Taslima book ban, high court suit in mind.
  22. My Youth, Autobiography - Volume II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.
  23. Bagchi, Suvojit (21 March 2015). 'Don't call me Muslim, I am an atheist'. The Hindu. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  24. Why are Hindus trying to prove that they can become ISIS-like extremists: Taslima Nasreen (14 December 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.
  25. Schriftstellerin Nasrin findet Zuflucht in Paris(გერმანული)
  26. Писательница-исламофоб: «Не называйте меня мусульманкой». IslamNews (2015-03-21). ციტირების თარიღი: 2015-03-23.