შინაარსზე გადასვლა

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო
المجلس الوطني الانتقالي
აბრევიატურა NTC
შეიქმნა 27 თებერვალი, 2011
გაუქმდა 8 აგვისტო, 2012[1]
ტიპი დროებითი მთავრობა
მდებარეობა ლიბიის დროშა ლიბია
ენა არაბული
თავმჯდომარე მუსტაფა აბდულ ჯალილი
პრემიერ-მინისტრი აბდელ რაჰიმ ალ-კიბი
პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ ჯიბრილი
ქვეყანა ლიბია
თავმჯდომარე Mustafa Abdul Jalil
http://www.ntclibya.org/ და http://www.ntclibya.com

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო (არაბ. المجلس الوطني الإنتقالي‎) — ლიბიის დე-ფაქტო მთავრობა 2011 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომლის ძალებმაც პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ჯამაჰირიის მთავრობა დაამხეს. საბჭო ლიბიას ომის შემდეგ ათი თვის მანძილზე მართავდა, 2012 წლის 7 ივლისს კი ჩაატარა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შედეგადაც, 8 აგვისტოს ძალაუფლება გადასცა ახლად არჩეულ ასამბლეას.[2]

ეროვნული გარდამავალი საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება 2011 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ბენღაზიში გაკეთდა. მისი მიზანი პოლიტიკური რევოლუციის მოხდენა იყო. 5 მარტს, საბჭომ ოფიციალური განცხადება გამოსცა, რომელშიც ის საკუთარ თავს „ლიბიელი ხალხისა და ლიბიის სახელმწიფოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“ მიიჩნევდა.[3] 23 მარტს შეიქმნა აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც მაჰმუდ ჯაბრილი ხელმძღვანელობდა. 2011 წლის აგვისტოში, საბჭომ კონსტიტუციური დეკლარაცია გამოსცა, რომელშიც გაწერილი იყო თუ როგორ უნდა გადასულიყო ქვეყანა ახალი, არჩეული მთავრობით კონსტიტუციურ დემოკრატიაზე.

გარდამავალმა საბჭომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც ლიბიის ლეგიტიმურმა მთავრობამ[4] და გაეროში ქვეყნის ადგილიც დაიკავა.[5] ქვეყანას უბრალოდ ლიბიის რესპუბლიკა ეწოდა, მაშინ როდესაც კადაფის მთავრობის დროს მას ხალხთა დიდი სოციალისტური ლიბიის არაბთა ჯამაჰირია ერქვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cousins, Michel (24 July 2012), "National Congress to meet on 8 August: NTC", Libya Herald, http://www.libyaherald.com/national-congress-to-meet-on-8-august/. წაკითხვის თარიღი: 26 July 2012
  2. Libya's transitional rulers hand over power, Boston.com, 8 August 2012.
  3. „Ferocious Battles in Libya as National Council Meets for First Time“. NewsCore (via news.com.au). 6 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 6 March 2011.
  4. „Excerpts from Libya Contact Group Chair's Statement“. Reuters. 15 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  5. Lederer, Edith (16 September 2011). „UN approves Libya seat for former rebels“. San Jose Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 16 September 2011.