ალექსანდრე დუბჩეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე დუბჩეკი
ალექსანდრე დუბჩეკი
ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი, 1969 – 15 ოქტომბერი, 1969
წინამორბედიპეტერ კოლოტკა
მემკვიდრედალიბორ ხანესი

ჩკპ ცკ-ის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 იანვარი, 1968 – 17 აპრილი, 1969
წინამორბედიანტონინ ნოვოტნი
მემკვიდრეგუსტავ ჰუსაკი

დაბადებული27 ნოემბერი, 1921
უგროვეცი, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვლილი7 ნოემბერი, 1992 (70 წლის)
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიაჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია
განათლებაკომენსკის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ალექსანდრე დუბჩეკი (სლოვაკ. Alexander Dubček; დ. 27 ნოემბერი, 1921, უგროვეცი, ჩეხოსლოვაკია — გ. 7 ნოემბერი, 1992, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის სლოვაკი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 1968-1969 წლებში ეკავა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა.

1968 წლის 4 იანვარს, ცკ-ს პლენუმმა, კომპარტიის პირველ მდივნად, ანტონინ ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. 1968 წლის თებერვალში, დუბჩეკი სოფლის მეურნეობის კოოპერატორთა ყრილობაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდეს სოციალიზმის დემოკრატიზაცია. ამ მხრივ მთავრობამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა.

პრაღის გაზაფხულის პერიოდში შეეცადა ასევე სხვა რეფორმების გატარებას. მან სსრკ-საგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაშიც ბუნებრივია წააწყდა საბჭოთა წინააღმდეგობას. 1968 წლის 20-21 აგვისტოს ღამეს ვარშავის ხელშეკრულების ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ (ოპერაცია „დუნაი“) და ბოლო მოუღეს ალექსანდრ დუბჩეკის დემოკრატიულ რეფორმებს. 1968 წლის აგვისტოდან იგი დანებდა სსრკ-ს ზეწოლას და თანდათან მოხსნა თანამდებობიდან რეფორმატორი კომუნისტები. 1969 წლის აპრილში, თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში გუსტავ ჰუსაკის მმართველობა დაიწყო.

1989 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხავერდოვან რევოლუციაში.

გარდაიცვალა 1992 წლის 7 ნოემბერს, ორი თვით ადრე ავტოავარიაში მიღებული დაზიანებების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hope Dies Last The Autobiography of Alexander Dubcek by Alexander Dubcek (Author), Jiří Hochman (Editor, Translator), Kodansha Europe (1993), ISBN 1-56836-000-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]