თემურ ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ ჯაფარიძე (დ. 10 თებერვალი, 1944, თბილისი) — ქართველი სპორტული კომენტატორი, ტელეწამყვანი და ვეტერანი მორაგბე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1944 წლის 10 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა რკინიგზის სკოლა. მუშაობდა მართვის სისტემების ინსტიტუტში. იყო რაგბის კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მენეჯერი 1969–1974 წლებში. რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯია 1970 წლიდან. 1972 წელს გაუძღვა რაგბის პირველ სატელევიზიო რეპორტაჟს. 30 წელი იმუშავა საქართველოს ტელევიზიის სპორტულ რედაქციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]