რუსლან მიქაბერიძე
რუსლან მიქაბერიძე (დ. 24 აგვისტო, 1939, ხარკივი, უკრაინა — გ. 16 დეკემბერი, 2020) — ქართველი მსახიობი.
1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.