გია ფერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გია ფერაძე
Gia Feradze.jpg
კადრი ფილმიდან "არასერიოზული კაცი (1980)
დაბ. სახელი გიორგი ფერაძე
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1948
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 20 დეკემბერი, 1995 (47 წლის)
საქმიანობა მსახიობი

გიორგი (გია) ფერაძე (დ. 19 აპრილი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 20 დეკემბერი, 1995) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია „ლენფილმში“ (1972–1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი. მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა.

გია ფერაძეს და ი. მიქატაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]