შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ხიზანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ხიზანიშვილი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ირაკლი ხიზანიშვილი (დ. 31 ივლისი, 1940) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980[1]).

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ) სამსახიობო განყოფილება (ბ. ბაბოჩკინის სახელოსნო).

სადებიუტო როლი შეასრულა აზერბაიჯანულ ფილმში: „რომეო, ჩემი მეზობელი“ (შ. მაჰმუდბეგოვი, 1964). 1965-1973 წლებში მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. მონაწილეობდა ფილმებში: „წითელი კარავი“ (პომელა, რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი, 1970), „რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები“ (რეჟ. ე. კეოსაიანი, 1970), „რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი“ (პარასკევა, რეჟ. ს. გოვორუხინი, 1972), „შავი პრინცი აჯუბა“ (ანსარი, რეჟ. გ. ვასილიევი, შ. კაპური, 1989, სსრკ-ინდოეთი). საქართველოში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია ლექსო სატელევიზიო ფილმიდან „თუში მეცხვარე“ (რეჟ. ს. ჩხაიძე, 1978), გურამ ღლონტი („მშობლიურო ჩემო მიწავ!, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), ბაქარი („ძნელი დასაწყისი“, რეჟ. თ. მაღალაშვილი, 1981), არჩილი („დღეს ღამე უთენებია“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1983), მხატვარი ლადო („ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), თამაზი („ვირთხა“, პ. მილორავა, 1991).

1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]