აფრიკის დეკოლონიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანიმაციური რუკა გვიჩვენებს აფრიკის ერების დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1950–2011

აფრიკის დეკოლონიზაცია მიმდინარეობდა 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან 1975 წლამდე. კონტინენტზე მოულოდნელი და რადიკალური რეჟიმის ცვლილებით,კოლონიურმა მთავრობებმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდაქმნა მიახერხეს; ეს მეტწილად საკმაოდ არაორგანიზებულად მიმდინარეობდა ძალადობისა და პოლიტიკური არეულობის ფონზე. იყო ფართო არეულობა, ორგანიზებული აჯანყებები, როგორც ჩრდილოეთ, ისე სუბ-საჰარის კოლონიებში, რომლებიც გამოიხატა ალჟირის ომიში, ფრანგულ ალჟირში, ანგოლანის დამოუკიდებლობის ომში, პორტუგალიის ანგოლაში, ბელგიის კონგოს, კონგოს კრიზისისა და ბრიტანეთის კენიაში მაუ-მაუს აჯანყებით . [1] [2] [3] [4] [5]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული კონტროლი 1939 წელს
  დამოუკიდებელი

1870 და 1900 წლებში აფრიკის თითქმის ყველა სახელმწიფო კონტროლდება ევროპის მცირე რაოდენობის სახელმწიფოების მიერ. დაიწყო რბოლა, რაც შეიძლება მეტი მიწის დასასაკუთრებლად. ხოლო ერთმანეთთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აფრიკის დანაწილება დადასტურდა 1885 წლის ბერლინის ხელშეკრულებაში. [6] [7] 1905 წლისთვის, აფრიკის თითქმის ყველა მიწაზე კონტროლი დაიჭირეს დასავლეთ ევროპის მთავრობებმა, რომელთაგან ერთადერთი გამონაკლისი იყო ლიბერია (რომელიც დასახლდა აფრიკელ-ამერიკელი ყოფილი მონების მიერ) და ეთიოპია (ოკუპირებული იტალიის მიერ 1936 წელს). [8] ბრიტანეთსა და საფრანგეთს ყველაზე დიდი ჰოლდინგი ჰქონდათ, მაგრამ გერმანიას, ესპანეთს, იტალიას, ბელგიასა და პორტუგალიასაც ჰქონდათ კოლონიები. კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის შედეგად, აფრიკის სახელმწიფოთა უმრავლესობამ დაკარგა სუვერენიტეტი და ისეთ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლი, როგორიცაა ოქრო და რეზინა. იმპერიული პოლიტიკის შემოღებამ ადგილობრივი ეკონომიკების ჩავარდნა განაპირობა, რესურსების ექსპლუატაციის და იაფი მუშა ხელის გამო. [9] დამოუკიდებლობისკენ მიმავალი პროგრესი შენელდა მე -20 საუკუნის შუა პერიოდამდე. 1977 წლისთვის აფრიკის 54 ქვეყანა გათავისუფლდა ევროპული კოლონიური მმართველებისგან. [10]

Მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეგანი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ომების დროს აფრიკელი ჯარისკაცები შედიოდნენ იმპერიულ სამხედრო ძალებში. [11] ამან გააღვივა პოლიტიკური სიღრმისეული ცნობიერება და უფრო დიდი პატივისცემისა და თვითგამორკვევის მოლოდინი, რაც დიდწილად არ ასრულებულა.[12] 1941 წლის ატლანტიკური კონფერენციის დროს, ბრიტანეთისა და აშშ-ს ლიდერები შეხვდნენ ომის შემდგომი სამყაროს შესახებ იდეების განსახილველად. პრეზიდენტ რუზველტის მიერ დამატებული ერთ-ერთი დებულება შეეხებოდა იმას, რომ ბრიტანეთის კოლონიებში შემავალ ყველა ადამიანს ჰქონდა თვითგამორკვევის უფლება. [10]

შინაგანი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკის ადრეული ნაციონალისტებისთვის, დეკოლონიზაცია მორალური ძალაუფლების დაბრუნება იყო. 1945 წელს მეხუთე პან-აფრიკის კონგრესმა მოითხოვა კოლონიალიზმის დასრულება. დელეგატებში შედიოდნენ განას, კენიის, მალავის მომავალი პრეზიდენტები და ეროვნული აქტივისტები. [13]

1930-იან წლებში კოლონიურმა ძალები ხშირად იყენებდნენ შემდეგი ტიპის მიდგომას(ხშირად უნებლიედ): აფრიკის ლიდერთა მცირე ელიტას განათლებას აძლევდნენ დასავლეთის უნივერსიტეტებში და ეცნობოდნენ ისეთ იდეებს, როგორიცაა თვითგამორკვევა. ეს ლიდერები მოგვევლინენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარ აქტორებად და მოიცავდა ისეთ წამყვან ნაციონალისტებს, როგორებიცაა ჯომო კენიატა (კენია), კვამე ნკრუმა (ოქროს ნაპირი, ახლანდელი განა), ჯულიუს ნიერერე (ტანგანიკა, ახლა ტანზანია), ლეოპოლდ სედარ სენგორი (სენეგალი), ნამნდი აზიკივე (ნიგერია), და ფელიქს უფუე-ბუანი (კოტ დ 'ივუარი).

ეკონომიკური მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ლიტერატურის ფართო მიმართულება, რომელმაც შეისწავლა არსებულ ეკონომიკურ შედეგებზე კოლონიალიზმისა და კოლონიური ინსტიტუტების მემკვიდრეობა აფრიკაში. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა, აჩვენეს კოლონიალიზმის მუდმივად უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. [14]

კოლონიალიზმის ეკონომიკური მემკვიდრეობის რაოდენობრივი დაანგარიშება საკმაოდ ძნელი საქმეა, მაგრამ ზოგადად, ითვლება, რომ ის იყო უარყოფითი. მოდერნიზაციის თეორია ხაზს უსვამს იმას, რომ კოლონიურმა ძალებმა შექმნეს ინფრასტრუქტურა აფრიკის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის მიზნით, თუმცა, ეს იქმნებოდა ძირითადად რესურსებისა და კონტროლის მოპოვების მიზნით. აფრიკის ეკონომიკა იყო სტრუქტურირებული კოლონიზატორის სასარგებლოდ და ყოველგვარი ჭარბი რესურსი სწრაფ ამოწურვას ექვემდებარებოდა, რითაც ფერხდებოდა კაპიტალის დაგროვება.[15] დამოკიდებულების თეორია ვარაუდობს, რომ აფრიკის ეკონომიკის უმეტესობამ დამოუკიდებლობის შემდეგ განაგრძო დაქვემდებარებულის პოზიციაში არსებობა მსოფლიო ეკონომიკაში. ის დაეყრდნო პირველად საქონელს, როგორიცაა სპილენძი ზამბიაში და ჩაი კენიაში . [16] მიუხედავად ძველი სტანდარტების გამოყენებისა და არასათანადო ვაჭრობის პირობებისა, აფრიკის 18 ქვეყნის მეტა ანალიზმა დაადგინა, რომ ქვეყნების მესამედმა მიიღო ეკონომიკური ზრდა დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში.

სოციალური მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერები Dellal (2013), Miraftab (2012) და Bamgbose (2011) ამტკიცებენ, რომ აფრიკის ენობრივი მრავალფეროვნება გაქრა. დასავლეთის კოლონიურმა ძალებმა ენა გამოიყენეს ტერიტორიების დაყოფისა და ახალი იდენტობის შესაქმნელად, რამაც გამოიწვია კონფლიქტები და დაძაბულობა აფრიკის ქვეყნებს შორის. [17]

ბრიტანეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის იმპერია 1959 წლისათვის

განა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წლის 6 მარტს განა (ყოფილი ოქროს სანაპირო) გახდა პირველი სუბარჰარის აფრიკის ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა ევროპული კოლონიზაციისაგან. [18] 1945 წლის პან-აფრიკის კონგრესიდან დაწყებული, გოლდსკოსტის ბრიტანელმა და ამერიკული განათლების მქონე დამოუკიდებელმა ლიდერმა, კვამე ნკრუმამ მისი მიზნები ნათლად ჩამოაყალიბა. კონფერენციის დეკლარაციაში ის წერდა: ”ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ხალხს აქვს უფლება საკუთარი თავი მართოს. ჩვენ ვაღიარებთ ყველა კოლონიური ხალხის უფლებას გააკონტროლონ საკუთარი ბედი. ყველა კოლონია უნდა იყოს თავისუფალი იმპერიალისტური კონტროლისაგან, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური.”[19]

ბრიტანეთის დეკოლონიზაცია აფრიკაში. 1970 წლისთვის ყველა გარდა როდეზიისა (მომავალი ზიმბაბვე) და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკისა ( ნამიბია ) იქნა დეკოლონიზირებული.

1949 წელს კონფლიქტი კიდევ უფრო დაძაბა, როდესაც ბრიტანელმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს აფრიკის მომიტინგეებს. ამან გამოიწვია კვამე ნკრუმასა და სხვა ლიდერების დაპატიმრება. ეს მოვლენა დამოუკიდებლობის მოძრაობის კატალიზატორი გახდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ნკრუმამ დააფუძნა კონვენციის სახალხო პარტია (CPP), რომელმაც დაიწყო მასობრივი წინასწარ ჩმოყალიბებული კამპანია დამოუკიდებლობისათვის, ლოზუნგით „თვითმმართველობა ახლა!”[20] ქვეყნის შიგნით გაძლიერებული ნაციონალიზმი ძალას მატებდა მათ და პოლიტიკური პარტია ნელ-ნელა ფართოვდებოდა. 1951 წლის თებერვალში, კონვენციის სახალხო პარტიამ მოიპოვა პოლიტიკური ძალაუფლება. 38-დან მათ მოიპოვეს 34 ადგილი პარლამენტში, მათ შორის ერთი ადგილი ნკრუმასთვის, რომელიც იმ დროს დაპატიმრებული იყო. ლონდონმა შეცვალა ოქროს სანაპიროს კონსტიტუცია, რათა 1951 წელს შავკანიანებს უმრავლესობა მიეღოთ საკანონმდებლო ორგანოში. 1956 წელს მათ მოითხოვეს დამოუკიდებლობა თანამეგობრობის შიგნით, რომელიც მშვიდობიანად მიენიჭა 1957 წელს. ნკრუმა პრემიერ მინისტრად და დედოფალ ელისაბედის სუვერენად გამოცხადდა. [21]

საფრანგეთის კოლონიალური იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის კოლონიურმა იმპერიამ დაცემა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საფრანგეთს იმპერიას ვიშის რეჟიმი აკონტროლებდა. დაკარგული კოლონიები მალევე ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს საგარეო ძალებმა (იაპონიამ ინდოჩინეთი, ბრიტანეთმა სირია, ლიბანი და მადაგასკარი, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მაროკო და ალჟირი, ხოლო გერმანიამ და იტალიამ ტუნისი). ამასთან, კონტროლი თანდათანობით აღადგინა ჩარლზ დე გოლმა, რომელიც კოლონიურ ბაზას იყენებდა ვიშის რეჟიმის გადასახლების წერტილად. დე გოლი ფრანგების უმეტესობასთან ერთად (კომუნისტების გარდა) მზად იყო იმპერია შეენარჩუნებინა ახალი ფორმით. საფრანგეთის კავშირმა, რომელიც გაწერილი იყო 1946 წლის კონსტიტუციაში, ნომინალურად შეცვალა ყოფილი კოლონიალისტური იმპერია, მაგრამ პარიზში მყოფი ოფიციალური პირები კვლავ სრულ კონტროლს ფლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიებზე. კოლონიებს გადაეცა მხოლოდ შეზღუდული უფლებები, როგორებიცაა: ადგილობრივი მცირე სამხედრო ძალების ყოლა და ბიუჯეტის დაგეგმვა. წარმოიშვა ელიტების ჯგუფი, ცნობილი როგორც ევოლუციონერები, რომლებიც უცხოეთის ტერიტორიების მკვიდრნი იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ საფრანგეთის მეტროპოლიაში. [22] [23] [24]

Კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი მალევე დაუპირისპირდა დეკოლონიზაციის მოძრაობას. 1945 წლის მაისში ალჟირში გამართულ დემონსტრაციებზე გამოსული მოსახლეობა რეპრესირებულ იქნენ. დაახლოებით 6,000 ალჟირელი კი მოკლული. [25] არეულობა იყო ინდოჩინაშიც. პოლ რამადიეს ( SFIO ) კაბინეტი რეპრესირებას ახდენდა აჯანყებულებისა მადაგასკარში 1947 წელს. აქ ფრანგი ჩინოვნიკების მიერ დახოცილი ამბოხებულების რაოდენობა 11000 - 89000-მდე ადამიანს შეადგენდა, საფრანგეთის არმიის დაახლოებითი დაანგარიშებით. [26]

საფრანგეთის საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირის სპეციალური ტერიტორიები c. 2011 წ

საფრანგეთის კავშირი შეიცვალა 1958 წლის ახალი კონსტიტუციით და გახდა საფრანგეთის საზოგადოება. მხოლოდ გვინეამ განაცხადა უარი რეფერენდუმის საშუალებით ახალ კავშირში გაწევრიანებაზე. ამასთანავე, საფრანგეთის საზოგადოება მალევე დაიშალა ალჟირი - საფრანგეთის ომის დროს; თითქმის ყველა სხვა აფრიკის კოლონიას მიენიჭა დამოუკიდებლობა 1960 წელს, ადგილობრივი რეფერენდუმების შედეგად. ზოგიერთმა კოლონიამ დამოუკიდებლობის ნაცვლად არჩევანი გააკეთა იმაზე, რომ დარჩენილიყო საფრანგეთის შემადგენლობაში - საზღვარგარეთული დეპარტამენტების (ტერიტორიების) სტატუსის ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Birmingham, David (1995). The Decolonization of Africa. Routledge. ISBN 1-85728-540-9. 
  • Brennan, James R. "The Cold War battle over global news in East Africa: decolonization, the free flow of information, and the media business, 1960-1980." Journal of Global History 10.2 (2015): 333+.
  • Brown, Judith M. and Wm. Roger Louis, eds. The Oxford History of the British Empire: Volume IV: The Twentieth Century (2001) pp 515–73. online
  • Burton, Antoinette. The Trouble with Empire: Challenges to Modern British Imperialism (2015)
  • Chafer, Tony. The end of empire in French West Africa: France's successful decolonization (Bloomsbury Publishing, 2002).
  • Chafer, Tony, and Alexander Keese, eds. Francophone Africa at fifty (Oxford UP, 2015).
  • Clayton, Anthony. The wars of French decolonization (Routledge, 2014).
  • Cohen, Andrew. The politics and economics of decolonization in Africa: the failed experiment of the Central African Federation (Bloomsbury Publishing, 2017).
  • Cooper, Frederick. Decolonization and African society: The labor question in French and British Africa (Cambridge University Press, 1996).
  • Gordon, April A. and Donald L. Gordon, Lynne Riener. Understanding Contemporary Africa (London, 1996). online
  • Hargreaves, John D. Decolonization in Africa (2014).
  • Hatch, John. Africa: The Rebirth of Self-Rule (1967)
  • James, Leslie, and Elisabeth Leake, eds. Decolonization and the Cold War: Negotiating Independence (Bloomsbury Publishing, 2015).
  • Jeppesen, Chris, and Andrew W.M. Smith, eds. Britain, France and the Decolonization of Africa: Future Imperfect? (UCL Press, 2017) online.
  • Jerónimo, Miguel Bandeira, and António Costa Pinto, eds. The Ends of European Colonial Empires: Cases and Comparisons (Springer, 2016).
  • Khapoya, Vincent B. The African Experience (1994) online
  • Louis, William Roger. The transfer of power in Africa: decolonization, 1940–1960 (Yale UP, 1982).
  • Louis, Wm Roger, and Ronald Robinson. "The imperialism of decolonization." Journal of Imperial and Commonwealth History 22.3 (1994): 462–511.
  • Manthalu, Chikumbutso Herbert, and Yusef Waghid, eds. Education for Decoloniality and Decolonisation in Africa (Springer, 2019).
  • MacQueen, Norrie. The Decolonization of Portuguese Africa: Metropolitan Revolution and the Dissolution of Empire (1997) online
  • Michalopoulos, Stelios; Papaioannou, Elias (2020-03-01). "Historical Legacies and African Development." Journal of Economic Literature. 58#1: 53–128. online
  • Mazrui, Ali A. ed. "General History of Africa" vol. VIII, UNESCO, 1993
  • Muschik, Eva-Maria. "Managing the world: the United Nations, decolonization, and the strange triumph of state sovereignty in the 1950s and 1960s." Journal of Global History 13.1 (2018): 121-144.
  • Ndlovu‐Gatsheni, Sabelo J. "Decoloniality as the future of Africa." History Compass 13.10 (2015): 485-496. online
  • Rothermund, Dietmar. The Routledge companion to decolonization (Routledge, 2006), comprehensive global coverage; 365pp excerpt
  • Sarmento, João. "Portuguese tropical geography and decolonization in Africa: the case of Mozambique." Journal of Historical Geography 66 (2019): 20-30.
  • Seidler, Valentin. "Copying informal institutions: the role of British colonial officers during the decolonization of British Africa." Journal of Institutional Economics 14.2 (2018): 289-312. online[მკვდარი ბმული]
  • Strang, David. "From dependency to sovereignty: An event history analysis of decolonization 1870-1987." American Sociological Review (1990): 846–860. online
  • Thomas, Martin, Bob Moore, and Larry Butler. Crises of Empire: Decolonization and Europe's imperial states (Bloomsbury Publishing, 2015).
  • von Albertini, Rudolf. Decolonization: the Administration and Future of the Colonies, 1919-1960 (Doubleday, 1971) for the viewpoint from London and Paris.
  • White, Nicholas. Decolonization: the British experience since 1945 (Routledge, 2014).
  • Wilder, Gary. Freedom time: negritude, decolonization, and the future of the world (Duke University Press, 2015). excerpt
  • Winks, Robin, ed. The Oxford History of the British Empire: Volume V: Historiography (2001) ch 29–34, pp 450–557. How historians covered the history online
  • Wood, Sarah L. "How Empires Make Peripheries: 'Overseas France' in Contemporary History." Contemporary European History (2019): 1-12.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Hatch, Africa: The Rebirth of Self-Rule (1967)
  2. William Roger Louis, The transfer of power in Africa: decolonization, 1940-1960 (Yale UP, 1982).
  3. Birmingham, David (1995). The Decolonization of Africa. Routledge. ISBN 1-85728-540-9. 
  4. John D. Hargreaves, Decolonization in Africa (2014).
  5. for the viewpoint from London and Paris see Rudolf von Albertini, Decolonization: the Administration and Future of the Colonies, 1919-1960 (Doubleday, 1971).
  6. Berlin Conference of 1884-1885. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
  7. A Brief History of the Berlin Conference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
  8. Countries in Africa Considered Never Colonized. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
  9. The World Transformed 1945 to the Present. 
  10. 10.0 10.1 [1], DECOLONISATION OF AFRICA. (2017). HISTORY AND GENERAL STUDIES.
  11. [2] დაარქივებული 2018-12-20 საიტზე Wayback Machine. , "The call of the Empire, the call of the war", Telegraph.
  12. Ferguson, Ed, and A. Adu Boahen. (1990). "African Perspectives On Colonialism." The International Journal Of African Historical Studies 23 (2): 334. doi:10.2307/219358.
  13. [3], A ‘Wind Of Change’ That Transformed The Continent | Africa Renewal Online. 2017. Un.Org.
  14. Michalopoulos, Stelios; Papaioannou, Elias (2020-03-01). „Historical Legacies and African Development“. Journal of Economic Literature (ინგლისური). 58 (1): 53–128. doi:10.1257/jel.20181447. ISSN 0022-0515.
  15. Bertocchia, G. & Canova, F., (2002) Did colonization matter for growth? An empirical exploration into the historical causes of Africa's underdevelopment. European Economic Review, Volume 46, pp. 1851-1871
  16. Vincent Ferraro, "Dependency Theory: An Introduction," in The Development Economics Reader, ed. Giorgio Secondi (London: Routledge, 2008), pp. 58-64
  17. IMF Country Report No. 17/80 (2017). Article Iv Consultation - Press Release; Staff Report; And Statement By The Executive Director For Nigeria.
  18. Esseks, John D. "Political independence and economic decolonisation: the case of Ghana under Nkrumah." Western Political Quarterly 24.1 (1971): 59-64.
  19. Nkrumah, Kwame, Fifth Pan-African Congress, Declaration to Colonial People of the World (Manchester, England, 1945).
  20. POLITICAL PARTY ACTIVITY IN GHANA—1947 TO 1957 - Government of Ghana en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-24. ციტირების თარიღი: 2018-04-24
  21. The Commanding Heights: The Battle for the World Economy. 
  22. Patrick Manning, Francophone Sub-Saharan Africa 1880-1995 (1998) pp 135-63.
  23. Guy De Lusignan, French-speaking Africa since independence (1969) pp 3-86.
  24. Rudolph von, Decolonization: the Administration and Future of the Colonies, 1919-1960 (1971), 265-472.
  25. Horne, Alistair (1977). A Savage War of Peace: Algeria 1954–1962. New York: The Viking Press, გვ. 27. 
  26. Anthony Clayton, The Wars of French Decolonization (1994) p 85