არამე
იერსახე
არამე — ურარტუს ერთ-ერთი პირველი მეფეთაგანი (ძვ. წ. 858 - ძვ.წ. 844). მოხსენებულია ასურეთის მეფის, სალმანასარ III-ის, წარწერებში. ძვ. წ. 857 სალმანასარ III-მ აიღო ნაირის სამეფო ქალაქი არზაშკუნი და დაამარცხა ადურუს მთებში გახიზნული მეფე. მანვე ძვ. წ. 845 წელს დაიპყრო არამეს სამფლობელო ქალაქები ტიგროსის სათავეებიდან ევფრატის სათავეებამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 537.
- History in Africa, Volume 2, p. 93. African Studies Association., 1975
|