რენატუ სანჩესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რენატუ სანჩესი
Zen-benf16 (2).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რენატუ ჟუნიორ ლუზ სანჩესი
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1997 (1997-08-18) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
ამადორა, პორტუგალია
სიმაღლე 1.76 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მიუხენის ბაიერნი
ნომერი 35
ახალგაზრდული კარიერა
2005-2006 აგუიას და მისგუეირა
2006-2015 ბენფიკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014-2015 ბენფიკა ბ 34 (3)
2015-2016 ბენფიკა 24 (2)
2016- ბაიერნი 28 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 პორტუგალია 15 წლ. 2 (0)
2013 პორტუგალია 16 წლ. 7 (1)
2013 პორტუგალია 17 წლ. 19 (4)
2014 პორტუგალია 19 წლ. 12 (3)
2016- პორტუგალია 17 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 იანვარი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 იანვარი, 2019

რენატუ ჟუნიორ ლუის სანჩესი (პორტ. Renato Júnior Luz Sanches; დ. 18 აგვისტო, 1997) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი,

რენატუ სანჩესმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო "ბენფიკაში" და მისი დებიუტი შედგა 2014 წელს "ბენფიკა ბ"-ს შემადგენლობაში, 2015 წლის ოქტომბერში კი ძირითად გუნდში. პირველივე სეზონში მან მოიგო პორტუგალიის პრემიერლიგა და პორტიგალიის თასი. შემდეგ კი იგი გადავიდა მიუნხენის ბაიერნში 35 მილიონად.

რენატუ სანჩესის დებიუტი საერთაშორისო დონეზე 2016 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატზე შედგა, როცა იგი იყო 18 წლის. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია ოფიციალურ მატჩში პორტუგალიის შემადგენლობაში. აღნიშნულ ჩემპიონატზე პორტუგალია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო რენატუმ გაიტანა ერთი გოლი და მოიგო ტურნირის ახალგაზრდის წოდება.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენატუ სანჩესი დაიბადა ქალაქ ამადორაში. მამა, ასევე რენატუ სანჩესი, დაიბადა სან-ტომე და პრინსიპში, დედა მარია დას დორესი კი კაბო-ვერდეში. "ბულო", როგორც მას ბებიამისი ეძახდა მეტსახელად, გაიზარდა ლისაბონის ერთ-ერთ ღარიბ უბანში მისგუერაში. რენატუს დაბადებიდან რამდენიმე თვეში მშობლები გაშორდნენ, ამიტოომაც მამამისი სამუშაოდ გადავიდა საფრანგეთში. აღნიშნული კონფლიქტის გამო სანჩესს 2002 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ მამამისი არ დაბრუნდა ქვეყანაში, არ ჰქონდა მოქალაქეობა.

რენატუმ 8 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში ადგილობრივ კლუბ აგუიას და მისგუეირაში, 2006 წელს კი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ "ბენფიკას" ახალგაზრდულ გუნდში. ამ ტრანსფერის თანხა შეადგენდა 750 ევროს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენფიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჩესის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში შედგა 2014-2015 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში, როცა იგი ირიცხებოდა ბენფიკა ბ შემადგენლობაში. მან სადებიუტო თამაში ჩაატარა 2014 წლის 5 ოქტომბერს "ფეირენსეს" წინააღმდეგ. აღნიშნულ მატჩში მან მიიღო წითელი ბარათი და დროზე ადრე დატოვა მოედანი. შემდეგ რენატუმ ითამაშა პორტო ბ-ს წინააღმდეგ 2015 წლის 11 იანვარს. ასევე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი 7 მარტს სანტა კლარას წინააღმდეგ.

რენატო სანჩესი თამაშობს უეფას ჩემპიომპიონთა ლიგაზე ზენიტის წინააღმდეგ

ახალგაზრდული გუნდის შემდეგ, 2015-2016 წლებში, იგი გადავიდა ბენფიკას ძირითად ნაკრებში. საწყის ეტაპზე მხოლოდ სავარჯიშოდ, შემდეგ კი უკვე ირიცხებოდა სათადარიგო შემადგენლობაში. 2015 წლის 30 აგვისტოს რენატუმ გაიტანა პირველი გოლი ვარზიმის წინააღმდეგ, თუმცა ბენფიკამ ეს მატჩი წააგო 2-1. 17 დღის შემდეგ მან გაიტანა ორი პენალტი ავეს წინააღმდეგ. 21 ოქტომბერს ახალგაზრდულ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მან გაიტანა გოლი გალათასარაისთან გასვლით მატჩში ჯგუფურ ეტაპზე, მისმა გუნდა კი საბოლოო ჯამში 11-1 გაიმარჯვა. ცხრა დღის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ჯონასმა რენატუს მისცა შანსი და შემოიყვანა იგი 74 წუთზე ტონდელას წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც ბენფიკამ 4-0 გაიმარჯვა.

2015 წლის ნოემბერში სანჩესმა გააფორმა ახალი კონტრაქტი ბენფიკასთან 2021 წლამდე. კონტრაქტის მიხედვით გუნდიდან გაშვების შემთხვავაში ფეხბურთელის საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 45 მილიონს. შემდგომში რენატუ სანჩესმა თავი დაიმკვიდრა ბენფიკას ძირითად გუნდში და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე ასტანას წინააღმდეგ სრულადაც ითამაშა. მომდევნო ორშაბათს სანჩესმა კვლავ სრულად ითამაშა, თუმცა ამჯერად პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში ბრაგას წინააღმდეგ. აღნიშნულ მატჩში რენატუმ დიდი წვლილი შეიტანა ბენფიკას გამარჯვებაში, რაც მედიისათვის უყურადღებოდ არ დარჩენილა. 18 წლის რენატუმ 4 დეკემბერს გაუტანა პირველი გოლი ბენფიკას მაისურით აკადემიკას მეკარეს პედრო ტრიგუერას 30 მეტრიდან, რითაც გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბენფიკას რიგებიდან, რომელმაც გაიტანა გოლი XXI საუკუნეში სტადიონ და ლუსზე. აღსანიშნავია, რომ რენატუს მიერ აკადემიკას კარში გატანილი გოლი დასახელდა თვის საუკეთესო გოლად.

რენატუმ მეორე გოლი გაიტანა 2 იანვარს პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში ვიტორიას წინააღმდეგ. 24 აპრილს, რენატუ სანჩესი გახდა რასიზმის მსხვერპლი, კერძოდ, როცა იგი რიო ავესთან მატჩის დროს ტოვებდა მოედანს მასპინძელთა გულშემატკივრებმა მაიმუნის მსგავსი ხმები გამოსცეს, რაც ფეხბურთელისთვის დამამცირებელი იყო. რენატუმ მსგავს პროვოკაციას სიცილით და მხრების მოძრაობით უპასუხა. 8 მაისს, მარიტიმოსთან მატჩში სანჩესმა მიიღო ორი ყვითელი ბარათი, რის გამოც იგი გააძევეს. სეზონის მიწურულს, 20 მაისს, პორტუგალიის თასის ფინალში ბენფიკამ 6-2 ძლია მარიტიმუს და რენატუ გახდა პორტუგალიის თასის მფლობელი.

მიუნხენის ბაიერნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 10 მაისს რენატუ სანჩესმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ კლუბთან მიუხენის ბაიერნთან. სატრანსფერო თანხა შეადგენდა 35 მილიონს, თუმცა საკომპენსაციო 45 მილიონთან ერთად ჯამში რენატუ სანჩესის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა 80 მილიონი დაჯდა. ამ ტრანსფერით იგი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელმაც დატოვა პორტუგალიის ჩემპიონატი. ასევე სანჩესი გახდა პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ბავარიულ გუნდში ჩაირიცხა. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი ბაიერნში ხავი მარტინესის , მარიო გიოტცეს და არტურო ვიდალის შემდეგ. რენატუ სანჩესის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იჩენდნენ, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედიც. საინტერესო სანჩესის თანამემამულის ნანის განცხადება, რომელიც სწუხდა აღნიშნული ტრანსფერის გამო.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჩესი პოლონეთის წინააღმდეგ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე

სანჩესმა პორტუგალიის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩაატარა 40 მატჩი. იგი იყო პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 2014 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე , რომელშიც ნახევარფინალამდე გააღწიეს და საბოლოოდ ინგლისთან დამარცხდნენ.

სანჩესმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხსნა კრიშტიანუ რონალდუს 12 წლის წინ დამყარებული რეკორდი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მატჩში. მისი დებიუტი შედგა 14 ივნისს ჩემპიონატის გახსნით მატჩზე ისლანდიის წინააღმდეგ სენტ-ეტიენის მოედანზე. რენატუმ შეცვალა ჟოაო მოუტიონიო და ითამაშა ბოლო 19 წუთის განმავლობაში. რენატუმ დიდი წვლილი შეიტანა 25 ივნისს ხორვატიასთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ მატჩში, რომელშიც იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რენატუს შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდეგ, ცნობილმა ფეხბურთელმა ანტონიო სოუზამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„როცა იგი ბურთითაა, თქვენ ვერ შეამჩევთ, რომ იგი ახალგაზრდაა. ფიზიკურად და გონებრივად იგი საჭიროზე მეტად მზადაა“

სანტოსმა იგი შეადარა ორგანიზმის იმუნიტეტს.

ხუთი დღის შემდეგ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პოლონეთის წინააღმდეგ რენატუმ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა. პენალტების სერიაში კი პორტუგალიამ გაიმარჯვა, სანჩესი კი კვლავ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ ფინალურ დაპირისპირებაში ძლია 1-0 საფრანგეთს, რენატუმ კი მიიღო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჩესი პოზიციით არის ნახევარმცველი, თუმცა მასი მოხერხებულობის გამო მას შეუძლია ითამაშოს, როგორც თავდაცვით , ისე თავდასხმით პოზიციებზე. მას აქვს კარგი ფიზიკური ძალა და შესანიშნავი ბურთის ფლობა. ამ თვისებებითა და თმის ვარცხნილობით იგი უკვე შეადარეს ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ედგარ დავიდს.

თუმცა, Benfica TV-თან საუბრისას რენატო სანჩესმა აღნიშნა, რომ იგი ასევე ჰგავს სხვა ჰოლანდიელ ფეხბურთელს, კლარენს ზეედორფს. ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში ყოფილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პიერ ვან ჰუიდონკმაც იგი შეადარა ზეედორფს და განაცხადა: "მისი თამაშის მანერა და სტილი გავს ზეედორფს".

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: მატჩები რომლებიც ითამაშა 20 მარტამდე
კლუბი სეზონი[1] ლიგა თასი1 კონტინენტალური2 სხვა3 სულ Ref.
ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბენფიკა ბ (საფეხბურთო კლუბი) 2014–15 ლიგაპრო 24 0 24 0 [1]
2015–16 10 3 10 3 [1]
Totals 34 3 34 3
ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი) 2015–16 პრემიერ ლიგა 24 2 0 0 6 0 5 0 35 2 [1]
მიუნხენის ბაიერნი (საფეხბურთი კლუბი) 2016–17 ბუდესლიგა 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 [1]
Career totals 58 5 0 0 6 0 5 0 69 5

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: მატჩები რომელებიც ითამაშა 10 ივლისამდე
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
პორტუგალი
2016 11 1
Total 11 1

საერთაშორისო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგები პორტუგალიის ნაკრებში.
No. თარიღი ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1. 30 იანვარი 2016 ველოდრომის სტადიონი, მარსელი, საფრანგეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი 1–1 1–1 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენფიკა

ქვეყანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Renato Sanches » Club matches. World Football. წაკითხვის თარიღი: 10 May 2016.
  2. Benfica retain Portuguese title“, Yahoo!, 15 May 2016. წაკითხვის თარიღი: 17 May 2016. 
  3. Benfica vence a sétima Taça da Liga“, Revista Sábado, 20 May 2016. წაკითხვის თარიღი: 20 May 2016. (Portuguese) 
  4. Technical Report (PDF) გვ. 82–83. Union of European Football Associations.
  5. Renato Sanches eleito Melhor Jovem de dezembro Portuguese. S.L. Benfica (15 January 2016). წაკითხვის თარიღი: 15 January 2016
  6. Renato Sanches vence prémio para o melhor golo de dezembro Portuguese. SJPF (19 January 2016). წაკითხვის თარიღი: 20 March 2016.
  7. Renato Sanches orgulhoso com prémio Revelação do Ano“, 10 May 2016. (Portuguese) 
  8. Renato Sanches named Young Player of the Tournament. Union of European Football Associations (10 July 2016). წაკითხვის თარიღი: 11 July 2016.
  9. "Aquele golo foi um momento marcante" - Renato Sanches“, 15 July 2016. (Portuguese)