გვარამ მამფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გვარამ (გუარამ) მამფალი)
Jump to navigation Jump to search

გვარამ მამფალი, გუარამ V (გ. 882) — IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დაბადებული 828 წელს. აშოტ I დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას „მამფალის“ ტიტული). სამცხეში აუგია ციხეები - ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა. IX საუკუნის 80-იან წლებში გვარამ მამფალმა თრიალეთი დაკარგა (მას დაეუფლა ლიპარიტ I, რომელმაც დავით I კურაპალატის ვასალობა იკისრა). გვარამ მამფალმა არ თანაუგრძნობდა თავის ძეს ნასრას, რომელმაც თრიალეთის გამო ბაგრატიონებს შორის ატეხილი დავის დროს 881 წელს ღალატით მოკლა დავით I. სიცოცხლის ბოლო წლებში გვარამ მამფალმა ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და ადარნასე I-ს, ხოლო აბოცი ცოლისძმას, სომეხთა მეფეს სმბატ I დიდს გადასცა, თავად 881 წელს ბერად აღიკვეცა, მომდევნო 882 წელს კი გარდაიცვალა. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს დიდ მამფალსა და დიდ ხელმწიფეს უწოდებს. მისივე სიტყვით გვარამ (გუარამ) მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]