სტეფანე შაუმიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე შაუმიანი
Stepan Shaumyan.jpg
სტეფანე შაუმიანი
დაიბადა სტეფანე შაუმიანი
1 ოქტომბერი/13 ოქტომბერი, 1878
თბილისი, საქართველო
გარდაიცვალა 20 სექტემბერი 1918

სტეფანე გიორგის ძე შაუმიანი (პარტიული ფსევდონიმები სურენი, სურენინი, აიაქსი და სხვ.) (სომხ. Ստեփան Շահումյան; დ. 1 ოქტომბერი/13 ოქტომბერი, 1878, თბილისი — გ. 20 სექტემბერი, 1918) — რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, კომპარტიის წევრი 1900 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1898 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. 1899 წელს სომხეთში დააარსა ერთ-ერთი პირველი მარქსისტული წრე. 1902 წელს „სომეხ სოციალ-დემოკრატთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1902 წლის ბოლოდან ემიგრაციაში იყო გერმანიაში. მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში. სომხურ ენაზე თარგმნა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ლენინის ნაწარმოებები. 1905 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგ ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა. 1915 — რსდმპ კავკასიის ბიუროს წევრი, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ — ბაქოს საბჭოს თავმჯდომარე.

სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობის დელეგატი, არჩეული იყო სრულიად რუსეთის ცაკში. რსდმპ (ბ) VI ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად. 1917 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ყრილობას, დეკემბერში რსფსრ სახკოსაბჭომ დანიშნა კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრად. 1918 წლის მარტში მეთაურობდა მუსავატელთა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას ბაქოში, აპრილში ბაქოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისარი იყო (ბაქოს კომუნა). დახვრიტეს ბაქოს 26 კომისართა შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება]