ჭილბები — ერთ-ერთი ჰერული ტომი, რომელიც ბინადრობდა აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარის ჰერეთის მთიანეთში, მდინარეალაზნის ზემო წელზე. ჭილბებს შეესატყვისება პლინიუს უმცროსის მიერ მოხსენიებული „სილვები“. ჭილბების სახელწოდება შემორჩენილია ჰერეთის ისტორიულ ტოპონიმიკაში (ეთნონიმ „ჭილბისგან“ უნდა მომდინარეობდეს მდ. ჩელთისა და სოფელ შილდის სახელწოდებები). საუკუნეთა მანძილზე ჭილბები ორგანულად შეერწყნენ აღმოსავლურ ქართულ ტომებს. შერწყმის პროცესი უნდა დასრულებულიყო IV საუკუნისათვის.