სედოხეზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სედოხეზებიძველი კოლხეთის ტერიტორიაზე, მდინარე ხობთან, მოსახლე ერთ-ერთი ლაზური ტომი. სედოხეზები და მათი მეფე იხსენიებიან ტაციტუსის (ახ. წ. I საუკუნე) „ისტორიაში” ანიკეტის აჯანყებასთან დაკავშირებით. იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობით უკმაყოფილო სედოხეზების მეფემ თავდაპირველად შეაფარა ლტოლვილი ანიკეტე და მისი პოლიტიკური მოკავშირე გახდა (ტაციტუსის სიტყვით, ანიკეტეს ეს მოუხერხებია ფულითა და საჩუქრებით), მაგრამ შემდეგ რომაელებთან ომს აჯანყებულთა მეთაურის გაცემა არჩია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. შრომები, ტ. 1, თბ., 1949;