მანრალები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანრალები — ძველი ქართველი ტომი, იგივე მეგრელები, რომელთა სახელის („მარგალის“) ბერძნული ვარიანტიც უნდა იყოს სახელწოდება მანრალები (ბერძნ. Μάνραλοι). II საუკუნის ავტორი კლავდიუს პტოლემე მანრალებს უწოდებს კოლხეთის შიდა რაიონების მოსახლეობას. VII საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში“ ეს სახელი „მანრილის“ ფორმით აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი, შესაძლებელია, სწორედ კლავდიუს პტოლემეს ნაწარმოებიდან მოხვდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 412, თბ., 1983