ძველი მაკედონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მაკედონია (ძველი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).

მაკედონია
Μακεδονία
Makedonía

Flag of None.svg







ძვ.წ. 800 — ძვ.წ. 146 Attalos I tetradrachm -241 76003063.jpg
 
Vergiasun.svg
 
PtolemaicEmpire.png
 
Spqrstone.jpg





Vergiasun.svg
დროშა
Map Macedonia 336 BC-en.svg
მაკედონიის სამეფო ფილიპე II-ის გარდაცვალების შემდეგ
დედაქალაქი აიგაი ძვ.წ. 400 წლამდე
პელლა ძვ.წ. 400 წლიდან
ენა ძველი მაკედონიური ენა
რელიგია ძველი ბერძნული რელიგია
ფულის ერთეული ბერძნული დრაჰმა
ფართობი 5 200 000 კმ² (ძვ. წ. 323)
მართველობის ფორმა მონარქია
დინასტია არგეადები
მეფეები კარანუსი (ძვ. წ. 808-778)
ფილიპე II მაკედონელი (ძვ. წ. 359-336)
ალექსანდე დიდი (ძვ. წ. 336-323)
ფილიპე V მაკედონელი (ძვ. წ. 221-179)
ისტორიული ერა კარანუსი აარსებს არგეადების დინასტიას (ძვ. წ. 800)
ამინტას III აერთიანებს მაკედონიას (ძვ. წ. 382)
რომის იმპერია იპყრობს მაკედონიას (ძვ. წ. 146)

მაკედონიის სამეფო (ბერძნ. Μακεδονία) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ. წ. V-ძვ. წ. II საუკუნეებში.[1] მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

ძვ. წ. V საუკუნეში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე არქელაეს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი ეგიადან პელაში გადაიტანეს.

მაკედონიის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების პერიოდში.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა ანტიგონიდების გამარჯვებით დასრულდა (ძვ. წ. 306 წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო ელინიზმის ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ძვ. წ. III საუკუნის 70-იან წლებში გალატების შემოსევა. ბერძნულ პოლისებს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდოდათ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა ეტოლიის კავშირის შექმნისა (ძვ. წ. 320 წ.) და აქაველთა კავშირის აღდგენის (ძვ. წ. 280 წ.) შემდეგ, მაგრამ ძვ. წ. 221 წელს ქ. სელასიასთან მაკედონიამ სპარტა დაამარცხა და ლაკონიკე იძულებული გახდა მაკედონიის ბატონობა ეცნო. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ (ძვ. წ. 221-ძვ. წ. 179 წწ.) ეტოლიის კავშირის წინააღმდეგ ძვ. წ. 220 წელს მოკავშირეთა ომი წამოიწყო, მაგრამ ძვ. წ. 217 წელს, რადგან რომთან საბრძოლველად ემზადებოდა იძულებული გახდა ნავპაქტოსში ზავი დაედო სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებით. მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა მაკედონური ომების დროს, რომაელებმა მეფე პერსევსის (ძვ. წ. 179-ძვ. წ. 168 წწ.) ჯარი პიდნასთან გაანადგურეს. მაკედონია გაძარცვეს და 4 ოლქად დაყვეს. ძვ. წ. 148 წელს მაკედონიაში იფეთქა ანტირომაულმა აჯანყებამ ანდრისკეს მეთაურობით. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მაკედონია სამხრეთ ილირიასა და ეპირთან ერთად რომის პროვინციად გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მაკედონია. ენციკლოპედია ბრიტანიკა. Encyclopædia Britannica Online (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-11-03.