ყალმუხეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რესპუბლიკა ყალმუხეთი
Хальмг Таңһч
Флаг Калмыкии Герб Калмыкии
ყალმუხეთის რესპუბლიკის დროშა ყალმუხეთის რესპუბლიკის გერბი
რესპუბლიკა ყალმუხეთი რუსეთის რუკაზე
დედაქალაქი ელისტა
ფართობი

- სულ
- წყალი %

41–ე

76 100 კმ²
0,6

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

78-ე

დაახ. 289 481 ადამიანი (2010)
დაახ. 3,9 ად./კმ²

მშპ

- სულ, მიმდინარე ფასებში
- ერთ სულ მოსახლეზე


9,7 მლრდ. რუბლი (2005)
33,6 ათასი რუბლი

სახელმწიფო ენა ყალმუხური[1]
რესპუბლიკის თავი[2] ალექსეი ორლოვი[3]
ჰიმნი «Хальмг Тангчин частр»
საავტომობილო კოდი 08
სასაათო ზონა MSK (UTC+4)
Kalmykia03.png

რესპუბლიკა ყალმუხეთი (ყალმ. Хальмг Таңһч) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში. დედაქალაქი — ქ. ელისტა. სამხრეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — დაღესტანს, ჩრდილოეთით — ვოლგოგრადის ოლქს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ასტრახანის ოლქს, ხოლო დასავლეთითროსტოვის ოლქს შეიქმნა 1920 წლის 4 ნოემბერს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ყალმუხეთი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სტეპურ ზონაში. სამხრეთიდან რესპუბლიკა შემოსაზღვრულია ყუმა-მანიჩის ღრმულით და მდინარეებით — მანიჩით და ყუმით. ყალმუხეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი. ჰავა კონტინენტურია, ცხელი მშრალი ზაფხულითა და ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრით. გაედინება მდინარე ვოლგა. შექმნილია რამდენიმე წყალსაცავი.

ისტორია[რედაქტირება]

დღევანდელი ყალმუხების წინაპრები (ოირათები) რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVII-XVIII საუკუნეებში დასახლდნენ. 1825 წლისთვის მათი მიწები საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920 წელს შეიქმნა ყალმუხეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც მოგვიანებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყალმუხები მასობრივად გაასახლეს ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. 1956 წელს მოხდა ყალმუხების რეაბილიტაცია და მათი დაბრუნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 1994 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ყალმუხეთი გამოცხადდა რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად და ჯუნღარის სახანოს სამართალ მემკვიდრედ.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2006 წლის მონაცემებით, რასპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 288,7 ათას კაცს, სიმჭიდროვე - 3,9 კაცს კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 53,4%-ს ყალმუხები შეადგენენ, ასევე სახლობენ რუსები(33,6%), დარგოელები(2,5%), ჩეჩნები(2,0%) და ა.შ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტიბეტური ბუდიზმის მიმდევერია. ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მუსლიმანები და ა.შ. უმსხვილესი დასახლებული პუნქტია ელისტა, მნიშვნელოვანი ქალაქებია ლაგანი, ტროიცკოე.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ყალმუხეთის რესპუბლიკას გააჩნია განვითარებული სოფლის მეურნეობა, კვების და ნავთობ-გაზის მრეწველობა. რესპუბლიკა მშრალი კლიმატის გამო იგი ინტენსიურ ირიგაციას საჭიროებს. მორწყვისთვის საჭირო წყალი თერგისა და ყუმის აუზებიდან მოედინება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Steppe Code (Constitution), Article 17
  2. Steppe Code (Constitution), Article 4
  3. Official website of the Government of the Republic of Kalmykia. Kirsan Nikolayevich Ilyumzhinov (ინგლისური)