უდმურტეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უდმურტეთის რესპუბლიკა
Удмуртская Pеспублика
Удмурт Республика
უდმურტეთის დროშა უდმურტეთის გერბი
უდმურტეთის რესპუბლიკა რუსეთის რუკაზე
დედაქალაქი იჟევსკი
ფართობი

- სულ
- წყალი %

57

42 100 კმ²
0,6

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

29

დაახ. 1 528 500 (2009)
დაახ. 36,3 კაცი./კმ²

ეკონომიკური რაიონი ურალი
სახელმწიფო ენა რუსული, უდმურტული
პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვი
საავტომობილო კოდი 18
სასაათო ზონა თარგი:MSK1
Udmurt03.png

უდმურტეთის რესპუბლიკა, უდმურტეთი (რუს.: Удму́ртская Pеспу́блика; უდმ.: Удмурт Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება კიროვის ოლქი, აღმოსავლეთით - პერმის მხარე, სამხრეთით - ბაშკირეთი და თათრეთი. წარმოიშვა 1920 წლის 4 ნოემბერს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

უდმურტეთი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების კამისა და ვიატკის დინებებში. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ვაკე-დაბლობებს. ჰავა კონტინენტურია, ცივი, თოვლიანი ზამთრით და თბილი ზაფხულით. რესპუბლიკის ჰიდროგრაფიული ქსელი კარგადაა განვითარებული. გარდა კამისა და ვიატკისა, გაედინება იჟი, ჩეპცა, სივა და ა.შ. უდმურტეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მდებარეობს ვოტკისკის წყალსაცავი. წიაღისეული რესურსებიდან მოიპოვება ნავთობი, ტორფი, არსებობს მინერალური წყლების გამოსასვლელები.

ისტორია[რედაქტირება]

დღევანდელი უდმურეთის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ ფინურ-უნგრული მოდგმის ხალხები - თანამედროვე უდმურტების წინაპრები. შუა საუკუნეებში უდმურტების მიწები რუსული სამთავროებისა და ყაზანის სახანოს შორის დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. 1552 წელს, სახანოს დაცემის შემდეგ, უდმურტეთის ტერიტორია ყაზანისდა ვიატკის გუბერნიებს შორის გაიყო. უდმურტები ვოლგისპრეთის სხვა ხალხებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სტეფანე რაზინისა და ემელიან პუგაჩოვის გლეხთა აჯანყებებში. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო რეგიონის სამრეწველო ათვისება, რასაც თან მოსახლეობის მნიშვნელოვანი მიგრაცია მოყვა. რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების სათავესი მოსვლის შემდეგ, 1920 წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა უდმურტეთის (ვოტების) ავტონომიური ოლქის შექმის შესახებ, რომელიც 1934 წლის 28 დეკემბრიდან ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უდმურტეთში ევაკუირებული იქნა დასავლეთის ფრონტისპირა საწარმოების ნაწილი, რამაც რეგიონის სამრეწველო განვითარებას შეუწყო ხელი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, 1990 წლის 20 სექტემბერს, უდმურტეთი რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკად გამოცხადდა.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2009 წლის შეფასებით, რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 1 528 500 მლნ. კაცს. ეთნიკური თვალსაზრისით, უმრავლესობას შეადგენენ რუსები (60,1%) და უდმურტები(29,3%), ასევე ცხოვრობენ თათრები (6,9%), უკრაინელები და ა.შ. მოსახლეობის 69,7% ქალაქებშია თავმოყრილი. მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებია: იჟევსკი, სარაპული, გლაზოვი, ვოტკინსკი, მოჟგა და ა.შ.

ეკონომიკა[რედაქტირება]

უდმურტეთში განვითარებულია მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ქიმიური, გაზისა და ნავთობის მრეწველობა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ იჟევსკში მდებარეობს ”იჟმაშის” ქარხანა - ცნობილი საწარმო, რომელიც გარდა მსუბუქი და სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისა, აწარმოებდა ცნობილ ავტომატურ იარაღს აკ-47-ს; ამჟამად უშვებს კალაშნიკოვის ტიპის და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]