ნენთა ავტონომიური ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნენთა ავტონომიური ოკრუგი

ნენთა ავტონომიური ოკრუგი (ნენ. Ненёцие автономной ӈокрук) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი (არხანგელსკის ოლქის შემადგენლობაშია), ჩრდილოეთ-დასავლეთის ფედერალურ ოკრუგის შედადგენლობაში შედის. ქ. ნარიან-მარი — ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრია. ოკრუგს სამხრეთით ესაზღვრება კომის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით — არხანგელსკის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი. ოკრუგი შეიქმნა 1929 წლის 15 ივლისს.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენთა ავტონომიური ოკრუგი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ოკრუგის შემადგენლობაშია კუნძულები კოლგუევი და ვაიგაჩი, ნახევარკუნძული კანინი. ოკრუგს აკრავს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის თეთრი, ბარენცის, პეჩორისა და კარის ზღვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]