სარატოვის ოლქი
|
|
|||||
| ადმინისტრაციული ცენტრი | სარატოვი | ||||
| ფართობი - სულ |
36-ე 100 200 კმ² |
||||
| მოსახლეობა - სულ |
19-ე დაახ. 2 608 300 (2006) |
||||
| ფედერალური ოლქი | ვოლგისპირეთი | ||||
| ეკონომიკური რაიონი | ვოლგა | ||||
| სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
| გუბერნატორი | პავლე იპატოვი | ||||
| საავტომობილო კოდი | 64, 164 | ||||
| სასაათო ზონა | MSK (UTC+4) | ||||
სარატოვის ოლქი (რუს. Саратовская область) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. შედის რუსეთის ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი - სარატოვი. დაარსდა 1936 წლის 5 დეკემბერს.
გეოგრაფია [რედაქტირება]
სარატოვის ოლქი მდებარეობს ქვემო ვოლგისპირეთში, მარჯვენანაპირეთის უმეტესი ნაწილი ვოლგისპირა მაღლობს უკავია, ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კასპიისპირა დაბლობია. აღმოსავლეთი საზღვარი ობშჩი-სირტის კალთებზეა. მთავარი მდინარეა ვოლგა (420 კილომეტრი ოლქის ფარგლებში), რომელზედაც გაშენებულია ვოლგოგრადისა და სარატოვის წყალსაცავები. დასავლეთ ნაწილში მიედინება ხოპიორი, მედვედიცა, ილოვლია (დონის მარცხენა შენაკადები. ტერიტორიის დიდი ნაწილი სტაპის ზონაშია, ტყეს 5 % უკავია. ოლქს სამხრეთით ესაზღვრება ყაზახეთი, დასავლეთიდან ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ტამბოვის ოლქები, ჩრდილოეთიდან სამარის, ულიანოვსკისა და ორენბურგის ოლქები.
მოსახლეობა [რედაქტირება]
2002 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს:
- რუსები — 2293,1 ათ. (85,9)
- ყაზახები — 78,3 ათ. (2,9 %)
- უკრაინელები — 67,3 ათ. (2,5 %)
- თათრები — 57,6 ათ. (2,2 %)
- სომხები — 25 ათ.
- აზერბაიჯანელები — 16,4 ათ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სარატოვის ოლქის მთავრობა
- Саратовская область в справочнике-каталоге «Вся Россия»
- Сведения о городах Саратовской области
- სარატოვის კულტურული ცხოვრება
|
||||||||||||||||||||||

