ვლადიმირის ოლქი
|
|||||
| ადმინისტრაციული ცენტრი | ვლადიმირი | ||||
| ფართობი - სულ |
66-ე 29 000 კმ² |
||||
| მოსახლეობა - სულ |
30-ე დაახ. { 1 439,8 ათასი. (2009) |
||||
| მშპ - სულ, მიმდინარე ფასებში |
111,9 მლრდ. რუბლი (2006) |
||||
| ფედერალური ოლქი | ცენტრალური | ||||
| ეკონომიკური რაიონი | ცენტრალური | ||||
| სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
| გუბერნატორი | ნიკოლოზ ვინოგრადოვი | ||||
| საავტომობილო კოდი | 33 | ||||
| სასაათო ზონა | MSK (UTC+4) | ||||
ვლადიმირის ოლქი (რუს. Влади́мирская о́бласть) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში.
- ესაზღვრება მოსკოვის, იაროსლავლის, რიაზანისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებს.
- ფართობი — 29 000 კმ²
- მოსახლეობა — 1439,8 ათას. ადამიანი (2009 წლის იანვარი)
- ოლქის ცენტრი — ქალაქი ვლადიმირი, მოსკოვამდე მანძილი 190 კმ.
- ჩამოყალიბდა 1944 წლის 14 აგვისტოს.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
ვლადიმირის ოლქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგა-ოკას შუამდინარეთის სამხრეთით მდებარეობს. ოლქის სიგრძეა 170 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 280 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
კლიმატი [რედაქტირება]
ოლქის ჰავა ზომიერად კონტინენტურია, 0 °C ქვემოთ ტემერატურის დღე-ღამური ხანგრძლივობა 137 დღეა, საშუალო წლიური ტემპერატურა 5 °C-ია (სტანდარტული გადაცდომა 12 °C), იანვრის საშუალო ტემპერატურაა −13 °C, ივლისისა +19 °C, თოვლის საფარის საშუალო სისქე 40 მმ-ია (დაახლოებით 144 დღე დევს). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 420—740 მმ, ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 160-180 დღეა.
რეგიონის ისტორია [რედაქტირება]
ნაპოვნია ადამიანის სადგომები - "სინგირი" - ზემო პალეოლითის დროიდან (დაახ. 25 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე). მურომის არქეოლოგიური გათხრებით ამ მიწების ფინო-უგორული წარმომავლობა მტკიცდება. შუა საუკუნეებიდან ამ ტერიტორიებს უკვე რუსები იკავებენ.
მოსახლეობა [რედაქტირება]
- მოსახლეობა 1449,5 ათ. ადამიანი (იანვარი 2008) (1472,6 — 2006; 1487,2 — 2005)
- მოსახლეობის სიმჭიდროვე: 49,8 ად./კმ² (იანვარი 2008)
- ქალაქის მოსახლეობის კუთრი წონა: 77,8 % (იანვარი 2008) (77,5 % — (2006) 78,5 % — (2005))
| ეროვნება | მოსახლეობა 2002 წელს, ათ. (*) |
|---|---|
| რუსები | 1443,9 |
| უკრაინელები | 16,8 |
| თათრები | 8,7 |
| ბელორუსები | 5,7 |
| სომხები | 5,0 |
| მორდველები | 3,6 |
| აზერბაიჯანელები | 3,1 |
| ჩუვაშები | 2,3 |
| ბოშები | 2,3 |
| მოლდაველები | 2,1 |
| გერმანელები | 1,4 |
| ქართველები | 1,0 |
| მარიელები | 1,0 |
| ნაჩვენები ეროვნებების რაოდენობა 1000 კაცს აღემატება |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ვლადიმირის ოლქის ოფიციალური სერვერი
- Официальный сервер города Владимира и Владимирской области
- Памятники архитектуры Владимирской области
- Владимирская область в справочнике-каталоге «Вся Россия»
- Законодательное Собрание Владимирской области
- Узкоколейные железные дороги Владимирской области на «Сайте о железной дороге» Сергея Болашенко
|
||||||||||||||||||||||

