ქუვეითის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფოები, რომლებთანაც ქუვეითს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.

1961 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქუვეითს ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობები აქვს ბევრ სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით არაბულ სამყაროსთან. ნავთობის უხვი რეზერვები ქუვეითს გლობალურ ეკონომიკურ ფორუმებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. ქუვეითი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და ჩინეთის მოკავშირეა.[1][2][3]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის დიპლომატიური მისიები:
  ქუვეითი
  საელჩო

რეგიონის თვალსაზრისით, ქუვეითის საგარეო პოლიტიკა უნიკალურია და ნეიტრალობით ხასიათდება. 1980-იან წლებიდან ქუვეითის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მის მეზობელ ერაყთან ურთიერთობა გახდა. საგარეო პოლიტიკაში პირველი პრობლემა მაშინ გაჩნდა, როდესაც ერაყმა ქუვეითის ტერიტორიაზე პრეტენზიები გამოთქვა. ერაყი შეჭრის შესახებ იუწყებოდა, მაგრამ ქუვეითის მხრიდან მხარდაჭერის თხოვნის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს შესაძლო მხარდაჭერამ შეაჩერა. გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალების მიერ ქუვეითის დატოვების შემდეგ იქ არაბული ქვეყნების ლიგის ჯარები ჩავიდნენ, თუმცა 1963 წელს ქუვეითისვე თხოვნის შემდეგ ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.

1990 წლის 2 აგვისტოს ერაყი ქუვეითში შეიჭრა და დაიპყრო. მრავალეროვნული კოალიცია შეიქმნა და გაერთიანებული ერების ეგიდით ქუვეითის განთავისუფლებისთვის ერაყის წინააღმდეგ სახმედრო მოქმედებები გადაწყდა. არაბული სახელმწიფოები, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ხუთმა წევრმა (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), ეგვიპტემ და სირიამ კოალიციასთან ერთად საბრძოლველად ჯარები გაგზავნეს. ომის დროს ქუვეითს ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ბევრი სახელმწიფო ეხმარებოდა აჯარებით, შეიარაღებითა და ფინანსურად.

განთავისუფლების შემდეგ ქუვეითმა მეტწილად იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე გააკეთა აქცენტი,რ ომლებიც მრალავეროვნულ კოალიციაში შედიოდნენ. ბევრმა სახელმწიფომ დიდი წვლილი შეიტანა ქუვეითის რეკონსტრუქციის პროცესში. ამის საპირისპიროდ, ურთიერთობები დაიძაბა ქუვეითსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერაყს უჭერდნენ მხარს (იორდანია, სუდანი, იემენი, საბერძნეთი და კუბა).

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინ დემფსი ქუვეითის პრემიერ-მინისტრ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰთან შეხვედრისას

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითი და მალაიზია მეტწილად ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ. ქუვეითის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო მალაიზიის საელჩო ელ-ქუვეითშია განლაგებული.[4] 2006 წელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 507 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[5] 2013 წელს სახელმწიფოები განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.[6]

პაკისტანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს პაკისტანი კოალიციასთან ერთად ქუვეითის განთავისუფლებაში მონაწილებდა. ომის დასრულების შემდეგ პაკისტანელი სამხედრო ინჟინრები ქუვეითის განაღმვის პროგრამაში მონაწილეობდნენ. პაკისტანის საელჩო ელ-ქუვეითში მდებარეობს. ქუვეითის საელჩო ისლამაბადში, ხოლო საკონსულო კარაჩიშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

კატარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყთან ომის დროს კატარი იმ არაბულ სახელმწიფოებს შორის იყო, რომლებიც ქუვეითის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კატარელი ჯარისკაცები ხაფჯის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, რომელიც პირველი მთავარი შეტაკება იყო სპარსეთის ყურის ომის დროს. 2017 წლის კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს ქუვეითი მედიატორის როლს ასრულებდა. მედიატორის სტატუსი ქუვეითის ნეიტრალიტეტითა და ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობებით იყო განსაზღვრული.[7]

ქუვეითის საელჩო დოჰაში მდებარეობს,[8] ხოლო კატარის საელჩო ელ-ქუვეითშია განთავსებული.[9] ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორული კავშირები აქვთ.[10]

სამხრეთი კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის გენერალური კონსულის ოფისი მუმბაიში

ქუვეითსა და სამხრეთ კორეას შორის ოფიციალური ურთიერთობები 1979 წლის ივნისში დაიწყო. 2015 წლის 2 მარტს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას სავიზო მოთხოვნილებების გამარტივებასთან დაკვშირებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, ოფიციალურ და სპეციალურ პასპორტებს ფლობენ.[11]

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2005 წლის 3 მაისს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ელ-ქუვეითში მდებარეობს, ხოლო ქუვეითის საელჩო ნიქოზიაშია განლაგებული.

ერაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყ-ირანის ომის დასრულების შემდეგ ქუვეითმა ერაყს 65 მილიარდი ამერიკული დოლარის ვალის ჩამოწერაზე უარი უთხრა. ქუვეითის მიერ ნავთობის წარმოების 40%-ით გაზრდას ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური მეტოქეობა მოჰყვა. ერაყმა ქუვეითის გადაწყვეტილება აგრესიის გამოხატულებად მიიჩნია. ურთიერთობები უფრო დაიძაბა თვეების შემდეგ, როდესაც ერაყმა ქუვეითს საზღვრის მახლობლად, რუმაილის ნავთობის ველზე ნავთობის მოპოვებაში დასდო ბრალი.[12] 1990 წლის აგვისტოში ერაყი ქუვეითში შეიჭრა და მცირე ხნით მისი ანექსირებაც მოახდინა.

2019 წლის აგვისტოში ერაყმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საპროტესტო წერილი გაუგზავნა გეოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქუვეითის მთავრობამ მარკერ 162-ის მახლობელ საზღვაო ტერიტორიაზე განახორციელა.[13][14]

2021 წლის მარტში ერაყმა განაცხადა, რომ მან ქუვეითს უკვე გადაუხადა 50 მილიარდი ამერიკული დოლარი და მხოლოდ 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარი დარჩა გადასახდელი.[15]

სქოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. US official hails strong strategic ties with Kuwait.
  2. „China and Kuwait agree to establish strategic partnership“. GBTIMES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-10. ციტირების თარიღი: 2018-07-10.
  3. „KUNA : Kuwait calls for stronger GCC-ASEAN partnership- Politics - 28/09/2017“. www.kuna.net.kw (ინგლისური).
  4. Official Website of Embassy of Malaysia, Kuwait City. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 28 January 2014
  5. MALAYSIA LURES FOREIGN INVESTORS. Malaysia Today (17 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2014
  6. Kuwait, Malaysia to strengthen academic cooperation. Kuwait News Agency (5 December 2013). ციტირების თარიღი: 28 January 2014
  7. Giorgio Cafiero. (27 June 2017) Stakes high for Kuwait as mediator in Qatar crisis. Al Monitor. ციტირების თარიღი: 3 September 2017.
  8. Kuwaiti Embassy in Doha - Qatar. ციტირების თარიღი: 2022-05-24
  9. Qatar Embassy in Kuwait - State of Kuwait. ციტირების თარიღი: 24 May 2022
  10. قطر والكويت.. علاقات ضاربة بجذورها في عمق التاريخ დაარქივებული 2017-11-06 საიტზე Wayback Machine. (Arabic)
  11. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Press Releases. ციტირების თარიღი: 2016-03-04
  12. Stork, Joe, Lesch, Ann M (1990). „Background to the Crisis: Why War?“. Middle East Report (167): 11–18. doi:10.2307/3012998.
  13. Iraq (2019-08-09). „Letter dated 7 August 2019 from the Permanent Representative of Iraq to the United Nations addressed to the Secretary-General“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2021. ციტირების თარიღი: 23 December 2021. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  14. UK, Integrity. Ku-wait Right There! Iraq Accuses Kuwait of Infringing Shared Maritime Borders – Integrity UK en-US. ციტირების თარიღი: 2021-12-23
  15. Iraq says paid $50 bln in war reparations to Kuwait. ციტირების თარიღი: 2021-12-23