ჩრდილოეთ კორეის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ჩრდილოეთი კორეის, ოფიციალურად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, საგარეო ურთიერთობები სამხრეთ კორეასთან კონფლიქტისა და მსოფლიო კომუნიზმთან ისტორიული კავშირების შესაბამისად ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობაც და სამხრეთ კორეის მთავრობაც კორეის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევს თავს. 1950-იან წლებში კორეის ომმა პრობლემა ვერ გადაჭრა და ჩრდილოეთი კორეა ჩაკეტილ, სამხრეთ კორეასთან დაპირისპირებულ სახელმწიფოდ განვითარდა

ცივი ომის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ კომუნისტური სახელმწიფოები აღიარებდნენ. შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები დაამყარა და მიუმხრობლობის მოძრაობას შეუერთდა. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სცადა.

2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეასთან და აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყო. ამას ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მოჰყვა.[1]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუჩეს კოშკი ფხენიანში

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეის დროშაჩინეთის დროშა ზოგადად ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ქვეყნებს შორის კავშირები ბოლო წლებში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გამო ზოგჯერ იძაბება. ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას სპეციალური ურთიერთობა აქვს.[2] ხშირად ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ.[3][4][5]

ჩინეთის საელჩო ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო – ჩონგჟინში.[6] ჩრდილოეთ კორეის საელჩო ჩინეთში პეკინშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო შენიანში მდებარეობს.

ერაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1968 წლის 9 ივლისს დაიწყო, თუმცა 1980 წლის 10 ოქტმბერს, ერაყ-ირანის ომის შემდეგ შეწყდა. სახელმწიფოებმა ურთიერთობები ხელახლა დაამყარეს 2008 წლის 29 სექტემბერს. 1970-1980-იან წლებში ერაყს საელჩო ფხენიანში ჰქონდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ბაღდადში.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლამდე ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა თურქეთის მიმართ მეტწილად სამხრეთ კორეისა და თურქეთის ურთიერთობის შემცირებისკენ იყო მიმართული.[7] თურქეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2001 წლის 15 იანვარს დამყარდა.[8] ჩრდილოეთი კორეა თურქეთში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთ კორეის საელჩო სეულში მდებარეობს. 2019 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა უმნიშვნელო იყო.[8]

სინგაპური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეის საელჩო ჰანოიში

სინგაპურსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 8 ნოემბერს დამყარდა. ჩრდილოეთ კორეის საელჩო სინგაპურში მდებარეობს, ხოლო სინგაპურს არარეიზდენტი ელჩი ჰყავს პეკინში.

ამჟამად სინგაპურსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე არ არის აქტიური. სინგაპურმა ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობები 2017 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა.[9]

2016 წლამდე ჩრდილოეთ კორეელებს სინგაპურში უვიზოდ ჩასვლა შეეძლოთ, თუმცა ახალი კონის მიხედვით ჩრდილოეთ კორეელებს სინგაპურში ჩასასვლელად ვიზა სჭირდებათ.[10] სინგაპურის მოქალაქეებსაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობისგან ავტორიზაციის შემდეგ ვიზის მიღება სჭირდებათ.[11]

კამბოჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები 1964 წლის 28 დეკემბერს დამყარდა.[12] ჩრდილოეთ კორეის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ― ფხენიანში.

სირია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ტრამპი-კიმის სამიტი 2018 წლის ივნისში

სირიასა და ჩრდილოეთ კორეას ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ 1960-იანი წლებიდან, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ სირიას ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო მხარდაჭრა აღმოუჩინა.[13] ჩრდილოეთ კორეის საელჩო დამასკოში, ხოლო სირიის საელჩო ფხენიანში მდებარეობს.[14]

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი იონბენის რეაქტორის მსგავსი ბირთვული რეაქტორი ააგო სირიაში, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობდნენ. სირიის რეაქტორი 2007 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.[15]

მონღოლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2019 წლის აპრილში

მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წლის 15 ოქტომბერს დამყარდა. მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე სახელმწიფო (საბჭოთა კავშირის შემდეგ) იყო, რომელმაც ჩრდილოეთ კორეა აღიარა.[16] კორეის ომის დროს მონღოლეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდა, თუმცა ომში პირდაპირ არ ჩართულა.[17]

სსრკ-ჩინეთის განხეთქილების შემდეგ მონღოლეთმა საბჭოთა კავშირის მხარე დაიკავა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა მეტწილად ჩინეთისკენ იხრებოდა, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე დიდი გავლენა იქონია. 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, 1986 წელს მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება დაიდო.[18][19]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. 1995 წელს სახელმწიფოებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააუქმეს, ხოლო 1999 წელს ჩრდილოეთ კორეამ ულან-ბატორში მდებარე საელჩო დახურა მას შემდეგ, რაც მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ დე ჯუნი მიიღეს.[18]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Downs, Chuck (1999). Over the Line: North Korea's Negotiating Strategy. Washington: American Enterprise Institute. ISBN 978-0-8447-4029-4. 
  • Kim Yongho (2010). North Korean Foreign Policy: Security Dilemma and Succession. Plymouth: Lexington Books. ISBN 978-0-7391-4864-8. 
  • (2009) North Korea's Foreign Policy Under Kim Jong Il: New Perspectives. Farnham: Ashgate Publishing. ISBN 978-0-7546-7739-0. 
  • (2010) New Challenges of North Korean Foreign Policy. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-11397-8. 
  • Wallace, Robert Daniel (2016). North Korea and the Science of Provocation: Fifty Years of Conflict-Making. Jefferson: McFarland. ISBN 978-0-7864-9969-4. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „In pictures: President Trump meets Kim Jong Un“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 25, 2018.
  2. 'Special relationship' in focus as China's Xi visits North Korea. ციტირების თარიღი: 2019-07-25
  3. Nanto, Dick K.; Manyin, Mark E. (2011). „China-North Korea Relations“. North Korean Review. 7 (2): 94–101. doi:10.3172/NKR.7.2.94. ISSN 1551-2789. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2019. ციტირების თარიღი: 31 July 2019.
  4. Shih, Gerry; Denyer, Simon. „China's Xi to visit North Korea as both countries lock horns with United States“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 July 2019. ციტირების თარიღი: 25 July 2019.
  5. „N Korea hails 'invincible' relationship with China“ (ინგლისური). 2019-06-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2019. ციტირების თარიღი: 2019-07-25.
  6. 中华人民共和国驻朝鲜民主主义人民共和国大使馆. ციტირების თარიღი: 3 September 2013
  7. Yun, Dae-Ho. North Korea s Foreign Policy. Seoul: Research Center for Peace and Unification of Korea, 1991.
  8. 8.0 8.1 Relations between Turkey and the Democratic People's Republic of Korea. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  9. „Singapore suspends trade relations with North Korea“. Reuters. 2017. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  10. Countries/Regions Requiring Visa. MFA Singapore (12 December 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 12 December 2014
  11. North Korea en. ციტირების თარიღი: 2021-08-11
  12. Wertz, Daniel; Oh, JJ; Kim, Insung (August 2016) Issue Brief: DPRK Diplomatic Relations. The National Committee on North Korea, გვ. 8. 
  13. Taylor, Adam (25 March 2016). „Are North Koreans fighting in Syria? It's not as far-fetched as it sounds“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 August 2016.
  14. O'Carroll, Chad (31 January 2017). „A long way from Damascus: Life as Syria's ambassador to North Korea“. NK News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2017.
  15. Mark Landler, Choe Sang-hun. (19 December 2011) In Kim Jong-il Death, an Extensive Intelligence Failure. ციტირების თარიღი: 19 February 2015
  16. Д.Бямбаа: БНАСАУ-ыг хүлээн зөвшөөрч, дипломат харилцаа тогтоосон хоёр дахь орон нь Монгол en. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  17. 수정 2010.03.28 13:00, 입력 2010 03 28 12:39. (2010-03-28) [박보균의 세상 탐사 몽골 속 북한의 기이함] ko. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  18. 18.0 18.1 „Mongolia, N. Korea sign friendship treaty“. Kyodo. 12 August 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2007. ციტირების თარიღი: 2007-08-22.
  19. Монгол улс, БНАСАУ-ын харилцааны 70 жил. ციტირების თარიღი: 2021-06-21