ყაზახეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ყაზახეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ყაზახეთის საგარეო ურთიერთობები უმთავრესად ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. ნურსულთან ნაზარბაევის ადმინისტრაცია რუსეთსა და აშშ-სთან ბალანსის დაჭერას ცდილობს და ჩრდილოეთ მეზობელს ნავთობსა და ბუნებრივ აირს ხელოვნურად დაბალ ფასში აწვდის, ხოლო აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში უჭერს მხარს ყაზახეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წევრია. ყაზახეთმა საბაჟო კავშირი დააფუძნა რუსეთთან და ბელარუსთან, რომელიც შემდეგ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნა. პრეზიდენტი ნაზარბაევი ყაზახეთის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტებს ეკონომიკურ დიპლომატიაზე აკეთებს.[1]

ყაზახეთს „მრავალვექტორული“ საგარეო პოლიტიკა აქვს, რისი მაგალითიცაა სამ მთავარ ძალასთან: რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-თან ურთიერთობები.[2]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში 2011 წელს

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთსა და ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 მარტს დამყარდა. ფილიპინები ყაზახეთთან ურთიერთობებს მოსკოვში მდებარე საელჩოთი ამყარებს. ყაზახეთის საპატიო საკონსულო მანილაში მდებარეობს.[3][4] 2010 წლის იანვარ-ნოემბერში ყაზახეთსა და ფილიპინებს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა 7.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

კატარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის ივლისში დამყარდა. კატარის საელჩო ასტანაში მდებარეობს,[5] ხოლო ყაზახეთის საელჩო დოჰაშია განლაგებული.[6]

სამხრეთი კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეასა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1992 წლის 28 იანვარს დამყარდა.[7] ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ამყარებს ყაზახეთში მცხოვრები 100 000-ზე მეტი სამხრეთკორეელის დიასპორაც, რომლებსაც კორიო-სარამის ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებენ.[8]

სამხრეთ კორეის საელჩო ასტანაში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო სეულშია განლაგებული. 2013 წელს სახელმიწფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.323 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ყაზახეთის დამოუკიდებლობა აღიარ 1991 წლის 16 დეკემბერს.[9] ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 მარტს დამყარდა.[9] თურქეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე დადებითად განვითარდა, ისევე, როგორც კომერციული და სტრატეგიული კავშირები.[10] ყაზახეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. თურქეთის საელჩო ასტანაშია გახსნილი და გენერალური საკონსულო ალმათიში აქვს. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა (აქედან 3 მილიარდი ამერიკული დოლარი თურქეთიდან ყაზახეთში ექსპორტზე, ხოლო 0.9 მილიარდი ამერიკული დოლარი ყაზახეთიდან თურქეთში ექსპორტზე მოდიოდა.[11]

თურქმენეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო თურქმენეთის საელჩო ასტანაშია განლაგებული.

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალმაზბეკ ატამბაევი ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად

ყაზახეთიც და უზბეკეთიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, რომელიც 1991 წელს დაიშალა. 2017 წელს პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა ყაზახეთთან ურთიერთობები გაუმჯობესება დაიწყო. 2018 წელი ყაზახეთში უზბეკეთის წლად გამოცხადდა. 2018 წლის 27 ნოემბერს პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა: „დღეს ჩვენი ურთიერთობა კარგ დონეზეა. ჩვენ შავკათ მირზიიოევს წელიწადში რამდენჯერმე ვხვდებით და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ“.[12]

ყაზახეთის საელჩოტაშკენტში მდებარეობს,[13] ხოლო გენერალური საკონსულო ― სამარყანდში.[14] უზბეკეთის საელჩო ასტანაში, ხოლო გენერალური საკონსულოები ალმათისა[15] და აქთაუში მდებარეობს.[16] 2021 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობიდან ალიანსამდე გაიზარდა.[17]

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 აპრილს დამყარდა. კვიპროსის საპატიო საკონსულო ასტანაში მდებარეობს და ყაზახეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ყაზახეთის საპატიო საკონსულოები ნიქოზიასა და ლიმასოლში მდებარეობს.

ისრაელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 აპრილს დაიწყო. ისრაელის საელჩო ყაზახეთში იმავე წლის აგვისტოში გაიხსნა, ხოლო ყაზახეთის საელჩო ისრაელში 1996 წლის მაისში გაიხსნა. ისრაელის საელჩო ასტანაში მდებარეობს, ხოლო ყაზახეთის საელჩო თელ-ავივშია განლაგებული.

ბაჰრეინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთში ბაჰრეინის პირველი სამეფო ვიზიტი 2014 წლის აპრილში შედგა, როდესაც ბაჰრეინის მეფე ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.[18] ქვენებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშესაწყობად არაერთი ხელშეკრულებაა დადებული. ბაჰრეინმა მხარი დაუჭირა Expo 2017-ის ასტანაში გამართვას და ადგილობრივ ბიზნესმენებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა წაახალისა.[19]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bukkvoll, Tor (September 2004). „Astana's privatized independence: private and national interests in the foreign policy of Nursultan Nazarbayev“. Nationalities Papers. 32 (3): 631–650. doi:10.1080/0090599042000246424.
  • Contessi, Nicola P. (December 2019). „Status Seeking in the Steppe. Taking Stock of Kazakhstan's Foreign Policy, 1992-2019“. Eurasiatica. 13: 137–156. doi:10.30687/978-88-6969-376-2/010.
  • Contessi, Nicola P. (June 2018). „Foreign Policy Diversification and Intercontinental Transport Corridors: The Case of Kazakhstan's Railways Diplomacy“. Europe-Asia Studies. 70 (5): 759–790. doi:10.1080/09668136.2018.1473342.
  • Shiryayev, Boris (2008). Großmächte auf dem Weg zur neuen Konfrontation?. Das "Great Game" am Kaspischen Meer: eine Untersuchung der neuen Konfliktlage am Beispiel Kasachstan. Verlag Dr. Kovac. ISBN 978-3-8300-3749-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New tasks from the President on facilitating economic diplomacy. Foreign Ministry of Kazakhstan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-05. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
  2. Resources.
  3. Kazakh leader arrives for state visit.
  4. The Honorary Consulate of the Republic of Kazakhstan to the Republic of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2012. ციტირების თარიღი: February 20, 2015
  5. Qatari Embassy in Nur-Sultan, Kazakhstan. ციტირების თარიღი: 31 May 2018
  6. Kazakh Embassy in Doha, Qatar. ციტირების თარიღი: 31 May 2018
  7. Kazakhstan Korean Ministry of Foreign Affairs
  8. South Korea is becoming a real alternative to Russia and China in Central Asia (2021-01-22). ციტირების თარიღი: 2021-01-22
  9. 9.0 9.1 Relations between Turkey and Kazakhstan. Turkish Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 4 February 2014
  10. Yermukanov, Marat (7 December 2006). „Kazakhstan and Turkey spearhead the integration of Turkic nations“. Eurasia Daily Monitor. Jamestown Foundation. 3 (226). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2014. ციტირების თარიღი: 10 October 2008.
  11. Relations between Turkey and Kazakhstan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  12. Трудная дружба народов. Ташкент нашел повод для закрытия Казахского культурного центра в Узбекистане. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-17. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
  13. Contacts of the embassies of Kazakhstan abroad | Electronic government of the Republic of Kazakhstan.
  14. Embassy Information & Resources.
  15. Embassy Information & Resources.
  16. https://www.embassypages.com/uzbekistan-consulategeneral-aktau-kazakhstan
  17. „President of Uzbekistan Shavkat Mirziyoyev Visits Kazakhstan to Sign Declaration of Allied Relations“. The Astana Times.
  18. Gulf Daily News » Local News » THE WAY FORWARD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  19. Bahrain plans major Kazakhstan investment. ციტირების თარიღი: 21 February 2015