არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

არაბთა გაერთიანებული საამიეროების საგარეო ურთიერთობები აგს-ის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ ხორციელდება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობასთან დიპლომატიური და კომერციული ურთიერთობები აქვს დამყარებული. ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში. არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებელი წევრია. გაწევრიანებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის სააგენტოებში, მათ შორის: მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში. არის არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ფრანკოფონიის დამკვირვებელი წევრი. ქვეყნების უმრავლესობას დიპლომატიური მისიები დედაქალაქ აბუ-დაბიში აქვს, ხოლო საკონსულოების დიდი ნაწილი დუბაიშია განთავსებული.

მრავალმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრისა და აბუ-დაბის პრინცის შეხვედრა

არაბთა გაერთიანებული საამიროები გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ქვეყნების ლიგის წევრია და სხვა სახელმწიფოებთან ერთად დიპლომატიური ურთიერთოები დამყარებული აქვს ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, პაკისტანთან, რუსეთთან, იდნოეთთან, ნეპალთან, აშშ-თან და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. არაბთა გაერთიანებული საამიროები ზომიერ როლს თამაშობს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში, ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაციაში, გაერთიანებულ ერებსა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, უნივერსალური საფოსტო კავშირი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არაბული ქვეყნების ლიგა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია და მიუმხრობლობის მოძრაობა.

2010 წლის ოქტომბერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ფრანკოფონიის დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.[1]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 დეკემბერს აღიარა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მომდევნო წლის 1-ელ სექტემბერს დამყარდა. აზერბაიჯანის საელჩო აბუ-დაბში, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბაქოში მდებარეობს.

ბაჰრეინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყის საელჩო აბუ-დაბიში

ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. აგს-ის საელჩო მანამაში, ხოლო ბაჰრეინის საელჩო აბუ-დაბში მდებარეობს.[2] გეოგრაფიულად ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის ნაწილია, ერთმანეთის მახლობლად მდებარეობენ და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრები არიან.

თურქმენეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე სახელმწიფოს საელჩოები მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში აქვს განლაგებული. თურქმენეთს საკონსულო აქვს დუბაიში. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თურქმენეთში სამომხმარებლო საქონელი და საკვები პროდუქტები შეაქვთ. კასპიის ზღვის სანაპიროზე ნავთობის მომპოვებელი სამი კონცესიიდან ერთ-ერთს Dragon Oil ფლობს, რომელიც მთლიანად Emirates National Oil Company-ს მფლობელობაშია. თურქმენული TAPI Pipeline Company-ის საერთაშორისო ოფისი დუბაიში მდებარეობს.

ლიბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორიული კავშირები აქვთ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბეირუთში მდებარეობს,[3] ლიბანის საელჩო აბუ-დაბშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში მდებარეობს.

ფილიპინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების საელჩო აბუ-დაბიში ფორმალურად 1980 წლის 17 ივნისს გაიხსნა.[4] არაბთა გაერთიანებული საამიროები ექსპატრიატ მუშებზე დიდადაა დამოკიდებულები, რომელთა მნიშვნელოვან წილს ფილიპინელები შეადგენენ. ზღვისიქით დასაქმებული ფილიპინელების რაოდენობით არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორე ადგილზეა (საუდის არაბეთის შემდეგ). არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერდა სამშიდობო მოლაპარაკებებს ფილიპინების მთავრობასა და მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც 1996 წლის 2 სექტემბერს სამიდობო შეთანხმების დადებით დასრულდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში ფილიპინებისთვის დამკვირვებლის სტატუსს მინიჭებას.[5]

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 1971 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც აგს-სა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ძლიერ და „სტრატეგიულ პარტნიორობადაა“ შეფასებული, რამდენაც ქვეყნებს ახლო კავშირები აქვთ ლიბიასთან, ეგვიპტესთან და ერაყთან.[6][7]

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო მოსკოვში მდებარეობს, ხოლო რუსეთის საელჩო ― აბუ-დაბში.

კატარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი საზღვაო მეზობლები არიან. ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია.[8] 2017 წლის 5 ივნისს, კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კატართან ურთიერთობები შეწყვიტა.[9] ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები სრულად აღდგა 2021 წლის 6 იანვარს.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Émirats arabes unis - Organisation internationale de la Francophonie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 14 February 2011
  2. Bahraini Embassy in the United Arab Emirates. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 28 June 2013.
  3. Embassy of United Arab Emirates in Beirut, Lebanon en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Jun 2017. ციტირების თარიღი: 2017-07-15.
  4. Embassy of the Republic of the Philippines, Abu Dhabi, United Arab Emirates. Philembassy.ae (1980-06-17). ციტირების თარიღი: 2013-06-10
  5. Embassy of the UAE in Manila » Philippines–UAE Relations-Bilateral Relations. Uae-embassy.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-10. ციტირების თარიღი: 2013-06-10
  6. Geopolitics Drive Russia and the U.A.E. Closer.
  7. UAE, Russia forge strategic partnership.
  8. Profile: Gulf Co-operation Council. BBC. ციტირების თარიღი: 3 August 2015
  9. Reuters. Saudi Arabia cuts ties to Qatar, cites 'terrorism'. ციტირების თარიღი: 5 June 2017
  10. Qatar blockade over as UAE, Saudi, Bahrain and Egypt agree to fully restore ties.