სენ-ლუი (სენეგალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სენ-ლუი
Saint-Louis
კოლონიური ნაგებობები კუნძულ სენ-ლუისზე
კოლონიური ნაგებობები კუნძულ სენ-ლუისზე
ქვეყანა სენეგალის დროშა სენეგალი
კოორდინატები 16°02′00″ ჩ. გ. 16°30′00″ დ. გ. / 16.03333° ჩ. გ. 16.50000° დ. გ. / 16.03333; -16.50000
მოსახლეობა 176 000 კაცი (2005)
დროის სარტყელი UTC0

სენ-ლუი (სენეგალი) მდებარეობა სენეგალი

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 956
რუს.ინგლ.ფრ.

სენ-ლუი ან ნდარი როგორც მას ვოლოფის ენაზე ეძახიან — სენეგალის სენ-ლუის რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს სენეგალის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე სენეგალის ოკეანესთან შესართავის სიახლოვეს, დედაქალაქ დაკარიდან 320 კმ-ით ჩრდილოეთით. 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 176 000 ადამიანს შეადგენს. სენ-ლუი იყო საფრანგეთის კოლონია სენეგელის დედაქალაქი 1673 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, 1960 წლამდე. 1920-1957 წლებში ის ასევე წარმოადგენდა მეზობელი მავრიტანიის კოლონიის დედაქალაქს.

ძველი კოლონიური ქალაქის გული მდებარეობს ვიწრო კუნძულზე (2 კმ სიგრძე და 400 მ სიგანე) მდინარე სენეგალში, შესართავიდან 25 კმ-ის მოშორებით, მავრიტანიის საზღვრის სიახლოვეს. ამ ადგილიდან მდინარე ოკეანისგან გამოყოფილია ვიწრო ქვიშის ზოლით, ბარბარის ენით (Langue de Barbarie, სიგანე 300 მ), რომელიც ასევე ურბანიზებულია.

სენ-ლუის მხოლოდ ორი სეზონი გააჩნია, წვიმიანი — ივნისიდან ოქტომბრამდე, ხასაითდება სიცხით, ტენიანობით და შტორმებით და მშრალი სეზონი ოქტომბრიდან მაისამდე, ხასაითდება ცივი ოკეანური ბრიზითა და მტვრიანი ქარებით. BBC-ის დოკუმენტური ფილმის თანახმად, 2011 წელს ის პლანეტის ყველაზე დატბორვად ქალაქად დასახელდა, რისი მიზიზიც წვიმიან სეზონში ინტენსიური ნალექებია.

ქალაქი 1659 წელს ფრანგი ვაჭრების მიერ დაარსდა დაუსახლებელ კუნძულზე, რომელსაც ნდარს უწოდებდნენ. მას სენ-ლუი-დიუ-ფორტი უწოდეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის პატივსაცემად. ის იყო პირველი პერმანენტული ფრანგული დასახლება სენეგალში. მდინარე სენეგალის გასწვრივ განლაგებულმა ფაბრიკებმა განაპირობა ვაჭრობის განვითარება.

სენ-ლუი ხასაითდება კოლონიური არქიტექტურით გალაგის რეგულარული გეგმის გასწვრივ. მისი მდებარეობა კუნძულზე, მდინარე სენეგალის შესართავთან და რიგების სისტემა, ქალაქს განსხვავებულ წარმოსახვას და იდენტურობას სძენს, რის გამოც 2000 წლიდან კუნძული შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]