ფეს-ელ-ბალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფესის მედინა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Fes, Old Medina.jpg
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 34°03′40″ ჩ. გ. 04°58′40″ დ. გ. / 34.06111° ჩ. გ. 4.97778° დ. გ. / 34.06111; -4.97778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 170
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 170
რუს.ინგლ.ფრ.

ფეს-ელ-ბალი (არაბ. فاس البالي‎) — მაროკოს ქალაქ ფესის უძველესი და კედელშემორტყმული ნაწილი. თავდაპირველად იგი დაარსდა როგორც იდრისიდების დინასტიის დედაქალაქი ახ. წ. 789 - 808 წლებში. [1] ფეს-ელ-ბალი სახელგანთქმულია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტით.[2] მისი მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს და ამავე დროს წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს ავტომანქანებისგან თავისუფალ არეალს.[3]

1981 წელს, ფეს-ელ-ბალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით ფესის მედინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს ფეს-ელ-ბალის ურბანულ ფაბრიკებსა და კედლებს, ასევე მის გარშემო არსებულ ბუფერულ ზონას.[4]

ფეს-ელ-ბალი, ფეს-ჯდიდთან და ფრანგების მიერ შექმნილ ახალ ქალაქთან ერთად ფესის სამ მთავარ რაიონს წარმოადგენს.

789 წელს, ახლადშექმნილი იმპერიის დედაქალაქის ასაშენებლად იდრისებმა მდინარე ფესის მარჯვენა ნაპირი აირჩიეს. თავდაპირველი მოსახლეობის ძირითად ნაწილს ესპანეთის ქალაქ კორდობადან ამბოხის შედეგად გამოქცეული მოსახლეობა შეადგენდა, რომლებმაც აქ თავშესაფარი ჰპოვეს.[5] 809 წელს, ასევე ახალი ქალაქი დააარსეს მდინარის მეორე მხარეს, სადაც ძირითადად ქალაქ კარაუანიდან (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია) ამობხის შედეგად გამოქცეული ხალხი დასახლდა.[6]

ამის შემდეგ, ორივე ქალაქი, რომლებსაც ერთამანეთისგან პატარა მდინარე ჰყოფდა, დამოუკიდებლად ვითარდებოდა, სანამ XI საუკუნეში ისინი შეერთდებოდნენ.

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რა წვლილი შეიტანეს ლტოლვილებმა ფესის აყვავებაში, არის ალ-კარაუინის უნივერსიტეტი, რომელიც 859 წელს ტუნისელმა ლტოლვილებმა დააარსეს და დღემდე მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]