ფეიხოა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეიხოას ნაყოფი

ფეიხოა (ან ფეიხუა, Feijoa sellowiana, სინ. Acca sellowiana), ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა, მარადმწვანე მცირე ტანის ხე, სიმაღლით 1-7 მ., წარმოშობით სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდან. ასევე ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთში — კრასნოდარის მხარეში, ასევე ყირიმსა და აზერბაიჯანში.

ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი-მწვანე ფერისაა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 1 კგ-ში დაახ. 10 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის.

პირველად ფეიხოა ევროპელებმა ბრაზილიაში აღმოაჩინეს XIX საუკუნეში. სახელი პირველაღმომჩენის საპატივცემლოდ შეარქვეს, ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი ჟოაო და სილვა ფეიხოსი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე