მურაბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატმის მურაბა

მურაბაარაბული წარმოშობის სიტყვა (იხილეთ: murabba) რომელიც აღნიშნავს შაქრის სიროფში მოხარშვის შედეგად დაკონსერვებულ ხილს ან კენკრას. ხილფაფის, ჯემისა და ჟელესაგან განსხვავებით მურაბაში ხილი და კენკრა პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს, სიროფი კი ბლანტია და ჟელეს არ წარმოქმნის. არსებობს მურაბის მრავალჯერადი ხარშვის ხერხი, როდესაც ხილის ან კენკრის ხარშვა და მათი ბუნებრივი ან ხელოვნური გაცივება ერთმანეთს ენაცვლება, და ერთჯერადი ხარშვის ხერხი, რომლის დროს ხილსა და კენკრას გაცივების გარეშე ხარშავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 197, თბ., 1984