ტომას ჰობზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომას ჰობზი
ლევიათანის ფრონტისპირი

ტომას ჰობზი (ინგლ. Thomas Hobbes; დ. 5 აპრილი, 1588 — გ. 4 დეკემბერი, 1679) — ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლისთვის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობსის მიერ 1651 წელს გამოცემული წიგნი ლევიათანი წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. წიგნში იგი მსჯელობს საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესსა და მის მიზეზებზე. ლევიათანი სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნაშრომად ითვლება.

ფილოსოფიის გარდა ჰობსი აგრეთვე მოღვაწეობდა ისტორიის, ფიზიკის, თეოლოგიის, ეთიკისა და პოლიტიკური თეორიის სფეროებში. მისი იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანთა ბუნება ხელს უწყობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობას, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ თეორიად იქცა. ჰობზი მატიარილზმის დამაარსებელ ფილოსოფოსთაგან ერთ-ერთია. თომას ჰობსის შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამენტად. თავის „ლევიათანში,“ ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობსი ცდილობს ახსნას პოლიტკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობსი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი. ამ დიდ მანქანას ჰობსი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო. მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამინის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი ჰობსი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობსი აღწერს როგორც ,,ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,” ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“ ამ „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,“ სიტუაციიდან ჰობსი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ პირობებში რომელსაც ჰობსი „მშვიდობასა და წესრიგს“ უწოდებს ადამაინები თავისუფლდებიან შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის. სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან, მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც „უსაფრთხოების დილემა.“ ჰობსი ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ მეორეს ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა, რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობსი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის მომგვრელი როგორც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ. ბოლო სურათი რასაც ჰობსი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობსი ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ შეუთანხმებელი პრობლემები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Macpherson, C. B. (1962). The Political Theory of Possessive Individualism: Hobbes to Locke. Oxford: Oxford University Press.
  • Malcolm, Noel. (2002). Aspects of Hobbes. New York: Oxford University Press.
  • Malcolm, Noel. (2007). Reason of State, Propaganda, and the Thirty Years' War: An Unknown Translation by Thomas Hobbes. Oxford University Press.
  • Manent, Pierre. (1994) An Intellectual History of Liberalism
  • Martinich, A. P. (2003) "Thomas Hobbes," The Dictionary of Literary Biography, Volume 281: British Rhetoricians and Logicians, 1500–1660, Second Series, Detroit: Gale, pp. 130–144.
    
განმანათლებლობა
გამოჩენილი განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | თომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი