ტადრატ-აკაკუსი
| ტადრატ-აკაკუსის კლდის მხატვრობა* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
|
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
| ნომერი | 287 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ტადრატ-აკაკუსი (არაბ. أكاكوستدرارت) — მთაგრეხილი დასავლეთ ლიბიის ტერიტორიაზე, საჰარის უდაბნოში. მდებარეობს ლიბიის ქალაქი ღათის აღმოსავლეთით და გადაჭიმულია ჩრდილოეთის მიმართულებით, ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში. ტადრატი ადგილობრივების ენაზე „მთას“ ნიშნავს. ეს ტერიტორია საკმადო მდიდარია პრეისტორიული კლდის მხატვრობით.
ტადრატ-აკაკუსის მთებს ლანდშაფტის ფართო ცვალებდაობა ახასიათებს, დაწყებული სხვადახვა ფერის ქვიშაქვის თაღებით, ხეობებით, იზოლირებული კლდეებით და დამთავრებული ღრმა ხეობებით (უადი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია საჰარაში, მაინც შეინიშნება მცენარეულობა, მაგალითად სამედიცინო Calotropis procera. მთებში ასევე არსებობს რამდენიმე წყარო და ჭა.[1]
არეალი ცნობილია თავის კლდის მხატვრობით და ორნამენტებით, რომელთა მნიშვნელობის გამოც ის 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ნახატები თარიღდება ძვ. წ. 12 000 - ახ. წ. 100 წლებით და ირეკლავე რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ ცვალებადობებს.[2] ნახატებსა და ორნამენტებზე გამოსახულია ცხოველები, მათ შორის ჟირაფები, სპილოები, სირაქლემები და აქლემები, აგრეთვე ადამიანები და ცხენები. კაცები გამოსახულნი არიან სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში, მაგალითად მუსიკის დაკვრისას ან ცეკვისას.[3][4]
ბოლო დროს, მიწისქვეშ ნავთობსაძიებო სამუშაოებმა კლდის მხატვრობა საფრთხეში ჩააგდო. ნავთობდეპოზიტების ადგილმდებარეობის დასადგენად, მიწისქვეშ გზავნიან სეისმურ ბიძგებს, რაც ტადრატ-აკაკუსის მთებამდეც აღწევს და უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.[5]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ლიბიაში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია არაბულ ქვეყნებში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 287 რუს. • ინგლ. • ფრ. |
- UNESCO Fact Sheet
- Italian-Libyan Archaeological Mission in the Acacus and Messak
- Natural Arches of the Akakus Plateau
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Kjeilen, Tore (2009) "Acacus Mountains: Total wilderness" LookLex Ltd.
- ↑ UNESCO Fact Sheet
- ↑ EWP. Jebel Acacus Map and Guide [map], 1st edition, 1:100,000, inset 1:400,000. Tourist and cave art information.. Cartography by EWP. (2006) ISBN 0906227-933.
- ↑ Acacus Rock Art Photo Gallery
- ↑ Bohannon, John. “In the Valley of Life, Oil is Death to the Art of a Lost Civilization“, The Guardian, February 10, 2005.
|
|||||||
|
|||||