ჯებელ-ახდარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯებელ-ახდარი
Al-Jabal Al-Akhdar.jpg
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აფრიკა
გეოგრაფია
სიმაღლე 880 

ჯებელ-ახდარი (არაბ. الجبل الأخضر‎‎ – მწვანე მთა) — მთიანი რეგიონი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, კირენაიკის ისტორიული ოლქის ტერიტორიზე. ძირითადად პლატოების ერთობლიობაა. ჩრდილოეთი კალთები უმეტესად კლდოვანია, სამხრეთით თანდათანობით გადადის ლიბიის უდაბნოში. საშუალო სიმაღლე 400-600 მ. უმაღლესი ადგილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 880 მ. ჰავა ნოტიოა, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 600 მმ. შემოსილია ხშირი ტყით. განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოჰყავთ კარტოფილი. მთავარი ქალაქია ელ-ბაიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]