ნაფუსის ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაფუსის ქედი
ფოტო
კონტინენტი

აფრიკა

ქვეყნები

ლიბიის დროშა ლიბია

სიგრძე

250 კმ

სიმაღლე

981

ნაფუსის ქედი (არაბ. الجبل الغربي‎‎) — ქედი ჩრდილოეთ-დასავლეთ ლიბიაში. კუესტების ერთობლიობაა. გადაჭიმულია ქალაქ ღარიანიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ქალაქ ვაზინამდე დაახლოებით 250 კმ-ზე. სიმაღლე დაახლოებით 1000 მ-მდე. წარმოადგენს საზღვარს ლიბიის სანაპიროს ვაკესა (ჩრდილოეთით) და ტრიპოლიტანიის პლატოს (სამხრეთით) შორის. დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. მიმდებარე ტერიტორია ბერბერებით არის დასახლებული. 2011 წელს ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ადგილობრივმა ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთებში ომი გაჩაღდა, რომელმაც მიიღო ნაფუსის მთების კამპანიის სახელწოდება.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]