სირაქლემასნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სირაქლემასნაირნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Struthioniformes | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
სირაქლემასნაირნი (Struthioniformes) — უტროპო ფრინველების რიგი. აერთიანებს 1 ოჯახის ერთადერთ სახეობას — აფრიკულ სირაქლემას (Struthio camelus), რომელიც გავრცელებულია აფრიკულ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ავსტრალიის სამხრეთში გვხვდება გაგარეულებული სახით.
სირაქლემა ტანად ყველაზე დიდი ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 2,4 მ, მასა 136 კგ. დამახასიათებელია პოლიგამია. ბინადრობს პატარა გუნდების (5-6 ფრთა) სახით, იშვიათად გუნდში 30-40 ფრთაა. ერთ „ოჯახში“ შემავალი 3-5 დედლიდან თითოეული საერთო ორმო-ბუდეში დებს 6-8 კვერცხს. დღისით დედლები კრუხობენ, ღამით — მამალი. ინკუბაცია გრძელდება 5-6 კვირა. იკვებებიან ყლორტებით, ნაყოფრობით, თესლებით, იშვიათად წვრილ-წვრილი ცხოველებით.
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სირაქლემასნაირნი“ ვიკისაწყობში.- Websites With Information On Ratites
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 381, თბ., 1985 წელი.