ტადრარტ-აკაკუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტადრარტ-აკაკუსის კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tadrart Acacus 1.jpg
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 24°50′00″ ჩ. გ. 10°20′00″ ა. გ. / 24.83333° ჩ. გ. 10.33333° ა. გ. / 24.83333; 10.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 287
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტადრარტ-აკაკუსი (არაბ. أكاكوس‎تدرارت) — მთაგრეხილი დასავლეთ ლიბიის ტერიტორიაზე, საჰარის უდაბნოში. მდებარეობს ლიბიის ქალაქი ღათის აღმოსავლეთით და გადაჭიმულია ჩრდილოეთის მიმართულებით, ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში. ტადრარტი ადგილობრივების ენაზე „მთას“ ნიშნავს. ეს ტერიტორია საკმადო მდიდარია პრეისტორიული კლდის მხატვრობით.

ტადრარტ-აკაკუსის მთებს ლანდშაფტის ფართო ცვალებდაობა ახასიათებს, დაწყებული სხვადახვა ფერის ქვიშაქვის თაღებით, ხეობებით, იზოლირებული კლდეებით და დამთავრებული ღრმა ხეობებით (უადი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია საჰარაში, მაინც შეინიშნება მცენარეულობა, მაგალითად სამედიცინო Calotropis procera. მთებში ასევე არსებობს რამდენიმე წყარო და ჭა.[1]

Libya 4985 Tadrart Acacus Luca Galuzzi 2007.jpg

არეალი ცნობილია თავის კლდის მხატვრობით და ორნამენტებით, რომელთა მნიშვნელობის გამოც ის 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ნახატები თარიღდება ძვ. წ. 12 000 - ახ. წ. 100 წლებით და ირეკლავე რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ ცვალებადობებს.[2] ნახატებსა და ორნამენტებზე გამოსახულია ცხოველები, მათ შორის ჟირაფები, სპილოები, სირაქლემები და აქლემები, აგრეთვე ადამიანები და ცხენები. კაცები გამოსახულნი არიან სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში, მაგალითად მუსიკის დაკვრისას ან ცეკვისას.[3][4]

ბოლო დროს, მიწისქვეშ ნავთობსაძიებო სამუშაოებმა კლდის მხატვრობა საფრთხეში ჩააგდო. ნავთობდეპოზიტების ადგილმდებარეობის დასადგენად, მიწისქვეშ გზავნიან სეისმურ ბიძგებს, რაც ტადრარტ-აკაკუსის მთებამდეც აღწევს და უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 287
რუს.ინგლ.ფრ.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Kjeilen, Tore (2009) "Acacus Mountains: Total wilderness" LookLex Ltd.
  2. UNESCO Fact Sheet
  3. EWP. Jebel Acacus Map and Guide [map], 1st edition, 1:100,000, inset 1:400,000. Tourist and cave art information.. Cartography by EWP. (2006) ISBN 0906227-933.
  4. Acacus Rock Art Photo Gallery
  5. Bohannon, John. “In the Valley of Life, Oil is Death to the Art of a Lost Civilization“, The Guardian, February 10, 2005.