ღადამესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი ქალაქი ღადამესი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Ghadames Altstadt Gasse.jpg
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ტიპი
კრიტერიუმები v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 38°08′00″ ჩ. გ. 9°30′00″ ა. გ. / 38.13333° ჩ. გ. 9.50000° ა. გ. / 38.13333; 9.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 362
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ღადამესი (არაბ. غدامس‎) — ოაზისის ქალაქი დასავლეთ ლიბიაში. მდებარეობს ტრიპოლიდან 549 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ალჟირისა და ტუნისის საზღვართან.

ოაზისის მოსახლეობა 7 000 ადამიანია და მას ძირითადად ბერბერები შეადგენენ. ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც კედლითაა გარშემორტყმული, 1986 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ღადამესის შესახებ პირველი ჩანაწერები რომაული ეპოქით თარიღდება, როდესაც ეს დასახლება კიდამუსის სახელით იყო ცნობილი. ძვ. წ. I საუკუნეში, იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობისას, კიდამუსი რომაელმა პროკონსულმა ლუციუს კორნელიუს ბალბუსმა დაიპყრო.[1] იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს აქ დროებითი გარნიზონი შეიქმნა და დაახლოებით 202 წელს წელს ქალაქს სავარაუდოდ იმპერატორი ეწვია.[2] III საუკუნის რომის კრიზისის დროს, იმპერიამ ამ არეალიდან უკან დაიხია.

VI საუკუნეში, ბიზანტიელი მისიონერების წყალობით, ქალაქის მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოექცა და შეიქმნა საეპისკოპოსო. VII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობა სწრაფად გადაიყვანეს ისლამზე. ამის შემდეგ, ღადამესი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და წარმოადგენდა ტრანს-საჰარული სავაჭრო გზის ბაზას XIX საუკუნემდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ghadames (Ghudamis), Cydamus: the Pearl of The Libyan Sahara:
  2. Birley, Anthony R. Septimius Severus: The African Emperor. London: Routledge. (2000) [1971]. pg 147.
ძველი ქალაქის ხედი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 362
რუს.ინგლ.ფრ.