ღათი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ღათი
არაბ. غات‎ ‎‎
Medina ghat.jpg
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ფეცანი
რაიონი ღათი
კოორდინატები 24°57′ ჩ. გ. 10°19′ ა. გ. / 24.950° ჩ. გ. 10.317° ა. გ. / 24.950; 10.317
სიმაღლე ზღვის დონიდან 668
მოსახლეობა 22 000[1] კაცი (2011)
დროის სარტყელი UTC+2

ღათი მდებარეობა ლიბია

Red pog.svg
ღათის ციხესიმაგრე

ღათი (არაბ. غات‎‎‎) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში, ღათის რაიონში, ფეცანის რეგიონში.

ისტორია[რედაქტირება]

წარსულში, ღათი ტრანს-საჰარული ვაჭრობის მთავარი ტერმინალი და ფეცანის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე დროს წარმოადგენდა ტუარეგთა კელ-აჯერის კონფედერაციის საყრდენს, რომლის ტერიტორიაც მოიცავდა სამხრეთ-დასავლეთ ლიბიის უდიდეს ნაწილს, მათ შორის უბარის, საბჰასა და ღადამესს, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ალჟირს.

1911 წლის დასაწყისში, ფეცანის რეგიონი და მათ შორის ღათიც იტალიამ დაიპყრო. ბერბერებისა და არაბების წინააღმდეგობის გამო, იტალიის კონტროლი რეგიონზე 1923 წლამდე გაურკვეველი იყო. პოზიციების გასამყარებლად იტალიელებმა კუკემენის ბორცვზე ციხესიმაგრე ააშენეს. იგი დღემდე შემორჩენილია და ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს ღათის ოკუპაცია საფრანგეთმა მოახდინა. 1949 წლის 21 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა რეზოლუცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ 1952 წლის 1 იანვრამდე ლიბია დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო. ამის შემდეგ, ლიბიის სამეფოს შემადგენლობაში ფეცანის პროვინცია გაუქმდა.

2000-იან წლებში, ღათში, როგორც საგარნიზონო ქალაქში, მიმდინარეობდა ბრძოლები ლიბიის უსაფრთხოების ძალებსა და ალ-კაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს შორის.[2] ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, 2011 წლის 25 სექტემბერს ბრძოლებმა ღათში გადაინაცვლა, რომელიც ფეცანის რეგიონში კადაფისადმი ლოიალურად განწყობილ ბოლო დასახლებად რჩებოდა.[3] ამბოხებულებმა ჯერ აეროპორტი აიღეს,[4] მეორე დღეს კი მთლიან ქალაქზე დაამყარეს კონტროლი.

ტურიზმი[რედაქტირება]

ღათი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რისი უპირველესი მიზეზიც პრეისტორიული კლდის მხატვრობისა და პეტროგლიფების ნიმუშებია, რომლებიც მეზობელ ტადრატ-აკაკუსის მთებსა და ტასილინ-აჯერშია შემონახული. ტურისტებს ასევე იზიდავს გასშემორტყმული უდაბნოს ლანდშაფტი. ბევრი მნახველი ჰყავს ღათის ციხეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Der Spiegel, 2011 Aug 23
  2. Warren, Alex. “Libya: what about the south?“, The Guardian, 24 August 2011. წაკითხვის თარიღი: 11 September 2011. 
  3. Spencer, Richard. “Dumped in the desert ... Gaddafi’s yellowcake stockpile“, 25 September 2011. წაკითხვის თარიღი: 9 October 2011. 
  4. فيديو: السيطرة على مطار غات الدولي“. 
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღათი&oldid=2410900“-დან