ჯებელ-უვეინატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯებელ-უვეინატი
Africa Mt Uwaynat-20080330.jpg
ჯებელ-უვეინატი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აფრიკა
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ლიბიის დროშა ლიბია
სუდანის დროშა სუდანი

ჯებელ-უვეინატი (არაბ. جبل العوينات‎‎) — ქედი ეგვიპტე-ლიბია-სუდანის საზღვარზე. სიმაღლე 1934 მ. მთა არქენუდან მდებარეობს დაახლოებით 40 კმ-ში. გეოლოგიური თვალსაზრისით იყოფა 2 ნაწილად: დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად. პირველი ეროზირებულია, გაბატონებულია მასიური ინტრუზიული გრანიტები, რომლებიც განლაგებულია ბეჭდის სახით (დიამეტრი 25 კმ); მეორე — პალეოზოური ქვიშაქვების ერთობლიობაა. ქედის დასავლეთით ვრცელდება 3 ხეობა: კარკურ-ჰამიდი, კარკურ-იდრისი და კარკურ-იბრაჰიმი. უხვად არის პეტროგლიფები (ლომის, ჟირაფის, სირაქლემის, გაზელისა და ძროხის გამოსახულებანი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]