ვაიოცძორის პროვინცია
| ვაიოც ძორი Վայոց Ձոր |
|
|---|---|
| მდებარეობა | |
| ინფორმაცია | |
| დედაქალაქი | ეღეგნაძორი |
| გუბერნატორი | სამველ სარქსიანი |
| ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი მე-7 2,308 კმ² უმნიშვნელო |
| მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-11 53,230 22.1/კმ² |
| კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
3601-3810 AM-VD AM10 |
| ვებგვერდი | vdzor.gov.am |
ვაიოც ძორი (სომხ.: Վայոց Ձոր, ყოფილი თურქული: Daralagez) სომხეთის პროვინციაა (მარზი). ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მას დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება. მოსახლეობის რაოდენობით 53,230 ადამიანი (2002 წლის აღწერით), ვაიოც ძორი ყველაზე მეჩხრად დასახლებული პროვინციაა ქვეყანაში. მისი დედაქალაქია ეღეგნაძორი (ყოფილი ქეშიშქენთი, Keşişkent).
შუა საუკუნეების პერიოდში ვაიოც ძორი სიუნიკის სამეფოს სამთავრო იყო. სახელი ითარგმნება როგორც "მწუხარების ველი", რადგან ეს ადგილი რამდენჯერმე იქნა განადგურებული მიწისძვრისგან ისტორიის განმავლობაში. პროვინციაში მრავლადაა ისტორიული და არქიტექტორული ძეგლები, როგორიცაა ნორავანქის მონასტერი, სმბატაბერდის ციხესიმაგრე, და წახაც კარის მონასტერი. ვაიოც ძორში მდებარეობს სპა დაბა ჯერმუკი, რომელიც საბჭოთა დროში სომხეთის მოწინავე ტურისტული ცენტრი იყო.
ვაიოც ძორს ესაზღვრება შემდეგი მარზები:
- არარატი - ჩრდილო-დასავლეთით
- გეღარქუნიქი - ჩრდილოეთით
- სიუნიქი - სამხრეთ-აღმოსავლეთით
[რედაქტირება] სურათების გალერეა
-
ნორავანქის სამონასტრო კომპლექსი და კანიონი ვაიოც ძორში
-
ხაჩკარები ნორავანქში
|
||||||||||
სტატიის