საქრისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქრისის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შემონახული ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთის მონაკვეთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი ნიშია, უფრო მცირე ზომის სარკმელია დასავლეთ კედელში. ერთი ნიში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.