წყრუთის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყრუთის საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ წყრუთის მიდამოებში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით (7,5 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. მის კედლებში ორი მოზრდილი ნიშია. საკურთხევლის სარკმლის კვალი არა ჩანს. ნიშებია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]