თეზის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეზის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელიც არქიტრავით ყოფილა გადახურული. ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე - თითო ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

ფასადების კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი კრამიტით, რომლის ანაბეჭდები შემორჩენილია გადახურვის დუღაბზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.