ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია (კასპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის აღმოსავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი, კედლების ზედა ნაწილები; ეკლესია ერთი მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კონქი და თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დარბაზის შეისრული კამარა - საბჯენ თაღს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.