იგოეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იგოეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მცირე სიღრმის აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს — თითო სწორკუთხა ნიში. კონქი ნაგებია რიყის ქვით. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. შეკეთების დროს სატრიუმფო თაღი კრამიტით ამოუყვანიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.