პანტიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანტიანის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე, პანტიანის ხევის მარჯვენა ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8 X 5,15 მ), ნაგებია რიყის ქვით. რიგებს შუა წყობაში ჩართულია ქვიშაქვის ნატეხი ქვებიც. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი გადახურულია დადაბლებული კონქით, რომელიც დარბაზის მხარეს შემოფარგლულია კოლოფა თაღით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის მრუდხაზოვან გადახურვას გარედან, ხვრელობთან პატარა „შუბლი“ აქვს. სარკმლის მარცხნივ პატარა ნიშია, რომელსაც ორსაფეხურიანი გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი) ერთი სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს აქვს ქვიშაქვის მრგვალი არქიტრავი, რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]